9:59 AM
გრიგალაშვილი: "თუ საჭირო გახდა, კარშიც კი ჩავდგები"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ალანიასთან". ფეხბურთელი კლუბს ხუთშაბათს შეუერთდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. შოთა კარგად შეეწყო თანაგუნდელებს და პირველი შთაბეჭდილებებიც გაუზიარა კლუბის ოფიციალურ საიტს.

- ნორმალური განწყობა მაქვს, უბრალოდ, ცოტა დაღლილი ვარ. ძალიან მიხარია, რომ ვლადიკავკაზში მომიწია ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, "ალანიას" შესახებ მსმენია. ჩრდილოეთ ოსეთი ახლოსაა საქართველოსთან. ამჯერად კლუბი განვითარების ახალ ეტაპზეა და დიდი პერსპექტივებიც აქვს.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ პირველი ვარჯიშისგან?

- ძალიან კარგი გუნდია "ალანია"! იმედი მაქვს, ერთად ბევრს მივაღწევთ.

- ახალ პარტნიორებთან უკვე შეძელით კონტაქტის დამყარება?

- დიახ, გავიცანი ბიჭები, მაგრამ მათი ახლოს გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი.

- რას ფიქრობთ "ანჟის" წინააღმდეგ მატჩში ითამაშებთ?

- ფიზიკურად მზად ვარ, თუმცა ყველაფერი მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს.

- რომელ პოზიციაზე თამაშია თქვენთვის სასურველი?

- იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს. მთავარი გუნდის ინტერესებია. ჩავდგები თუ არა კარში? თუ საჭირო გახდა მაგასაც გავაკეთებ (იცინის).

- რატომ არ გამოგიძახეს ნაკრებში ბოლო ორ მატჩში სათამაშოდ?

- ზუსტად მაგ დროს ვაწერდი კონტრაქტს ხელს "ალანიასთან", ფორმალობებს ვაგვარებდი.

- რუსული ენა სად ისწავლეთ?

- თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე ვცხოვრობ, სადაც ძალიან ბევრი რუსი ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ენა საფუძვლიანად არ ვიცი და აუცილებლად უნდა ვისწავლო.
 

წყარო: მანანა სურმანიძე, Geosports.ge

ნანახია: 263 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კარშიც კი ჩავდგები, გრიგალაშვილი: თუ საჭირო გახდა | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: