0:04 AM
გოლების წვიმა "ემირატებზე"

"ემირატებზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ბრწყინვალე და უხვგოლიანი სანახაობა იხილა "არსენალის" შესრულებით.

პრემიერ ლიგის ახალწვეული, "საუთჰემფტონი", დღეს უშანსოდ დამარცხდა მრისხანე მეტოქესთან. ჟერვინიოს დუბლი, ორი ავგოტოლი, პოდოლსკის ბრწყინვალე დარტყმა ჯარიმიდან, შეცვლაზე შემოსული უოლკოტის გოლი - წესით და რიგით არსენ ვენგერი კმაყოფილი უნდა იყოს თავისი გუნდის თამაშით. მაყურებელი ნამდვილად არ მოიწყენდა: ხუთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ხოლო ორი - მეორეში. 

"არსენალი" 6:1 "საუთჰემფტონი"
გოლები: ჰოიველდი 22' (ავტოგოლი), პოდოლსკი 31', ჟერვინიო 35', 71', კლაინი 37' (ავტოგოლი), უოლკოტი 89' - ფოქსი 45'.

"არსენალი": შესნი, გიბსი, ვერმალენი, მერტეზაკერი, ჯენკინსონი, არტეტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა, კოკელენი (რემსი 66'), ჟერვინიო (უოლკოტი 65'), პოდოლსკი (ჟირუ 65').

"საუთჰემფტონი": დევისი, კლაინი, ჰოიველდი (იოსიდა 28'), ფონტე, ფოქსი, შპიდერლენი, დევისი (რამირესი 46'), უორდ-პრაუსი, ლალანა, პანჩეონი, ლამბერტი (როდრიგესი 76').




ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: გოლების წვიმა ემირატებზე | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: