10:21 AM გერმანიამ ავსტრიაში სამი ქულა აიღო | |
![]() მატჩი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც სპეციალისტები და გულშემატკივრები ელოდნენ. ავსტრიელები მეტოქეზე ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ, მომენტებში ინიციატივასაც ფლობდნენ, როგორც შეხვედრის ბოლო 20 წუთში. პირველი გოლი გერმანელებმა გაიტანეს - ოზილმა კარგი პასი გაუკეთა როისს, მარკომ მცველი მოატყუა და ბურთი კარებში გადაგზავნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა კვლავ გაიტანეს - პენალტის რეალიზება მესუთ ოზილიმა მოახერხა. მიუხედავად ამისა, ავსტრიელები არ დანებდნენ და მალე სხვაობა მინიმუმამდე იუნუზოვიჩმა შეამცირა. სათამაშო დრო კიდევ ბლომად იყო, მაგრამ მასპინძლებმა მაინც ვერ მოახერხეს შედარებით მაღალი დონის მეტოქის გატეხვა. ავსტრია 1:2 გერმანია გოლები: იუნუზოვიჩი 57 - როისი 44, ოზილი 52 ავსტრია: ალმერი, გარიჩი, პოგატეტცი, ფუქსი, ივანშიცი (იანტშერი 75), არნაუტნოვიჩი, იუნუზოვიჩი, ჰარნიკი (ბურგშტალერი 55), ბაუმგარტლინგერი (იანკო 85), პროდლი, კავლაკი. გერმანია: ნოიერი, შმელცერი, ჰუმელსი, ხედირა, ოზილი, კლოზე (პოდოლსკი 75), მიულერი, ბადშტუბერი, ლამი, კროოსი, როისი (გიოცე 46). გაფრთხილება: ფუქსი, ბაუმგარტლინგერი, პროდლი - ლამი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |