8:52 PM
განსოს ტრანსფერი: "სან-პაულუმ" და "სანტოსმა" შეთანხმებას მიაღწიეს

უახლოეს მომავალში,ძალიან მალე,ბრაზილიური "სანტოსის" ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი პაულუ ენრიკე განსო "სან-პაულუში" გადაბარგდება.

22-წლის განსო,რომელმაც "სანტოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა,კლუბმა ტრანსფერზე დააყენა.წინა კვირაში კლუბის პრეზიდენტმა ლუის რიბეირომ განაცხადა,რომ იგი მზად არის ფეხბურთელზე უფლებების 45% 7,3 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდოს.თუ ეს ტრანსფერი შედგება,ფეხბურთელზე უფლებების დანარჩენი 55% სააგენტო კომპანიას DIS-ს დარჩება.

ასევე იტყობინებიან,რომ განსო "სან-პაულუსთან" კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს და ახალ კლუბში რვანომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ბრაზილიელ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს შემოთავაზებები ევროპის სხვადასხვა წამყვანი ჩემპიონატის კლუბებიდანაც ჰქონდა.

წყარო: Sambafoot.com

ნანახია: 278 | დაამატა: RoM@N | ტეგები: განსოს ტრანსფერი: სან-პაულუმ და სან | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: