5:50 PM
გალიანიმ აღიარა

ფრანგულ "პარ სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუდმივად ცდილობს საზოგადოების წინაშე უბედნიერესი კაცის ღიმილით წარდგეს და საჯარო განცხადებებში ცამდე აჰყავს მისი დღევანდელი გუნდი.

ამის პარალელურად, იბრაჰიმოვიჩმა რამდენჯერმე საკმაოდ მწვავე რეპლიკა ისროლა ზოგადად იტალიურ ფეხბურთის, კონკრეტულად კი "მილანის" ხელმძღვანელობის მისამართით. მისი ამგვარი ქცევა გასაკვირი იყო, თუ დავიჯერებდით, რომ "მილანმა" შვედი "მისი ოცნების გუნდში" გაყიდა. როგორც ყოველთვის, სიმართლემ თავი არ დამალა და მაინც გამომზეურდა.

იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი და ფაქტობრივი გამგებელი ადრიანო გალიანი ზლატანის ტრანსფერსაც შეეხო და განაცხადა, რომ პარიზულ გუნდში გადაბარგების შემდეგ შვედი მას აღარ ელაპარაკება. "გასულ სეზონის ბოლოს იბრაჰიმოვიჩი ჩამოვიდა ჩემთან და მთხოვა, რომ გუნდში დაგვეტოვებინა. მე მას ამის პირობა მივეცი, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ დირექტორთა საბჭომ იბრაჰიმოვიჩის გაყიდვა გადაწყვიტა. მესმის, რომ ის ჩემზე ნაწყენია და ხმას არ მცემს. იბრაჰიმოვიჩის ადგილზე ბევრი მოიქცეოდა ამგვარადვე - მე ხომ მას სიტყვა მივეცი და მერე ვერ შევასრულე", - განაცხადა გალიანიმ.
 
ნანახია: 300 | დაამატა: RoM@N | ტეგები: გალიანიმ აღიარა | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: