9:56 AM "ემიუს" ლათინოამერიკელები სჭირდება | |
![]() როგორც აღმოჩნდა, სერ ალექს ფერგიუსონს სამხრეთამერიკელებთან მუშაობა მოსწონს.
"სიმართლე რომ გითხრათ, ლათინოამერიკელები მათში გადახდილ ფულს ადვილად გამოიმუშავებენ. მათ უყვართ ფეხბურთის თამაში. ეს სისხლში აქვთ", -განაცხადა ფერგიუსონმა. "სამი ბრაზილიელი- ანდერსონი, რაფაელი და ფაბიო- აღმერთებენ ფეხბურთს. ხშირად პირველები მოდიან სავარჯიშოდ. ეს თითქოს სუფთა ჰაერივითაა მათთვის". "ანტონიო ვალენსია დისციპლინირებული პროფესიონალია. ჩიჩარიტო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდებულად ართმევს თავს". "ჩვენი სკაუტები სულ უფრო ხშირად აკვირდებიან სამხრეთ ამერიკას. ერთი თანამშრომელი გვყავს მექსიკაში, ორი- ბრაზილიაში, ხოლო 4 ამ კონტინენტის დანარჩენ მხარეებში მუშაობს". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |