3:10 PM ედენ აზარმა დრო მჭირდებაო | |
![]() ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა, "ლურჯებში" გადმოსვლის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა. "სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზანი არ არის, გავხდე ცნობილი. ინგლისში ამის გამო არ ჩამოვსულვარ. უბრალოდ, საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა ახალ ჩემპიონატში, უფრო ძლიერში, ვიდრე ფრანგული ლიგა 1-ა ", - განაცხადა ედენმა. "პრემიერ ლიგა ფრანგული პირველობისგან ძალიან განსხვავდება. აქ სულ სხვა ფეხბურთია- განსხვავებულია ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაც, ამიტომ, ადაპტაციისთვის დრო კიდევ მჭირდება". წყარო: Associated Press | |
|
სულ კომენტარები: 0 | |