10:17 AM
დუშან უჰრინი: "იმედი მაქვს, უკეთ ვითამაშებთ"

"დინამო არენაზე" გამართული "დინამო" 5:0 "ვიტ ჯორჯიას" დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა მიმოიხილეს.


"გორის დილასთან წაგების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ მოთმინებით ეთამაშათ. ვიტ ჯორჯიას თამაში ნანახი გვქონდა და ბიჭებს ვესაუბრე მეტოქის პლიუსებზე. ვიტ ჯორჯიამ ბევრი ირბინა და პრობლემებიც შეგვიქმნა. ჩემს ბიჭებს ბურთის უფრო დიდხანს კონტროლი ვთხოვე და საბოლოოდ ჩვენი მოლოდინი გამართლდა კიდეც. მართალია შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა არაერთ კომპონენტებში გუნდს თამაში დასახვეწი აქვს. ტაქტიკურად თამაში უნდა გამოვასწოროთ. მომდევნო მატჩი კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, უფრო უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ", -განაცხადა "დინამოს" თავკაცმა, დუშან უჰრინმა.

"დინამოს მივულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ შეცდომების ხარჯზე მეტოქეს გოლის გატანის საშუალება მივეცით. რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მსაჯებზე საუბარი აკრძალული გვაქვს, თუმცა ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვნახავ. დინამოს გამარჯვებას არ ვაკნინებ - დინამო კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც დაგვამარცხეს", -დასძინა "ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელმა, მერაბ კოჭლაშვილმა.
 

წყარო: fcdinamo.ge


ნანახია: 282 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დუშან უჰრინი: იმედი მაქვს, უკეთ ვითამაშებთ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: