დღეს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
ანგარიში მეოცე წუთზე ჩისკომ გახსნა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით. 70-ეზე იმავე ჩისკომ თავისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა. 77-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა მესამედ აიღო "ვეტერინართა" კარი. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის გიორგი სულ რაღაც 2 წუთის შემოსული იყო მინდორზე. 79-ეზე გივი კვარაცხელიამ მეტად ეფექტური დარტყმა შეასრულა და კიდევ უფრო დაამძიმა სტუმართა ისედაც მძიმე მდგომარეობა. 82-ე წუთზე კი მერებაშვილმაც შეძლო დუბლის გაფორმება, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან აიღო დაუშვილის კარი.
შედეგად, "დინამო" საქართველოს ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა.
"დინამო" 5:0 "ვიტ ჯორჯია"
გოლები: ჩისკო, 21, 70, მერებაშვილი, 77, 82, კვარაცხელია, 79.
"დინამო": ზარქუა, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ტვილდიანი (ლექვთაძე, 80), ძარია, გლიშიჩი, კვარაცხელია, სეთურიძე, ალვარო, ჩისკო (ვოსკობოინიკოვი, 79), დვალი (მერებაშვილი, 75)
"ვიტ ჯორჯია": დაუშვილი, ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე (ღიბრაძე, 77), ღანიაშვილი, ვასაძე გურეშიძე, კორიფაძე (გაბრიძიძე, 85), დავლაშელიძე (ზაქრაძე, 55), ჩიმაკაძე.
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი - ვასაძე.