5:28 PM
დავიდ ლუისმა "ჩელსისთან" გაახანგრძლივა


ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუისმა ლონდონურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 25-წლის ფეხბურთელი "არისტოკრატების" ღირსებას,ახალი შეთანხმების თანახმად,2017-წლამდე დაიცავს.

"ბედნიერი ვარ,რომ ლონდონელებთან კონტრაქტი გავახანგრძლივე."ჩელსი" დიდებული კლუბია და მინდა,რომ მასთან ერთად ძალიან ბევრი ტიტული მოვიგო.ჩემი მიზანი მაღალ დონეზე თამაშია და ამისთვის "ჩელსი იდეალური ადგილია.ყველაფერი მიყვარს,რაც "ჩელსის" ეხება,განსაკუთრებით კი,გულშემატკივრები,რომლებიც კარგად მეპყრობიან და მამხნევებენ",-განაცხადა დავიდ ლუისმა.

შეგახსენებთ,რომ ბრაზილიელი "სტემფორდ ბრიჯზე" 2011-წლის იანვარში ლისაბონის "ბენფიკადან" გადავიდა.
 

წყარო: Chelsea FC

ნანახია: 272 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დავიდ ლუისმა ჩელსისთან გაახანგრძლივ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: