ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში "დინამოელებმა" ივანწმინდაში სტადიონზე საჩხერის "ჩიხურასთან" ფრედ - 0:0 ითამაშეს. შეხვედროს მეოცე წუთზე დუშან უჰრინს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. ტრავმირებული ჩისკოს ნაცვლად მოედანზე ჯაბა დვალი გამოვიდა.
"ჩიხურა" 0:0 "დინამო"
"ჩიხურა": სომხიშვილი, ბერიანიძე, ჭელიძე (ძამსაშვილი 82’), მურველაშვილი, ჩიკვაიძე, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, მუმლაძე (ბაკურაძე 70’), კირკიტაძე, გოცირიძე, დეკანოიძე.
"დინამო": ზარქუა, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ძარია, კვარაცხელია, ხმალაძე, სეთურიძე, ლექვთაძე (ტვილდიანი 70’), მერებაშვილი, ალვარო (ვოსკობოინიკოვი 82’), ჩისკო (დვალი 20’).
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი
დუშან უჰრინი - ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, საუკეთესოდ გვსურდა გვეასპარეზა. სამწუხაროდ მოედანის საფარმა სასურველი თამაშის ჩვენების საშუალება არ მოგვცა. მთელი მატჩის განმავლობაში ვიბრძოდით და მოედანზე დიდი ბრძოლა იყო გამართული. სამწუხაროდ საკმაოდ მალე მოგვიწია იძულებითი ცვლილების განხორციელება, ტრავმირებული ჩისკოს ნაცვლად ჯაბა დვალი ჩაერთო თამაშში. რთული მატჩი გამოვიდა, კარგი იქნებოდა სამი ქულა აგვეღო, თუმცა საბოლოოდ შინ ქულით ვბრუნდებით.

წყარო: fcdinamo.ge