8:57 PM
ჩემპიონშიპი. "ბლექბერნმა" პირველ ადგილზე აინაცვლა

"ბრისტოლ სიტისთან" გაჭირვებით მოპოვებული სამი ქულისა და "ბლექპულის" წაფორთხილების წყალობით "ბლექბერნი" ჩემპიონშიპის სათავეში მოექცა.

უკვე 48-ე წუთზე მასპინძლებმა "ბრისტოლ სიტის" ფეხბურთელებმა,კერძოდ კი ალბერტ ადომმა ანგარიში გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა.პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ძალიან იშვიათად იქმნებოდა,თუმცა "ბლექბერნმა" ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხა.28-ე წუთზე ჯორდან როუდსმა "როვერსის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა და ანგარიშიც გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დებიუტში უკვე სტუმრები გავიდნენ წინ ვეტერანი ნუნუ გომეშის ზუსტი დარტყმის წყალობით,ამ გოლს მასპინძლებმა კი მატჩის შუაში საპასუხო ბურთით უპასუხეს.მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი გუნდებმა კიდევ ოთხი ბურთის გატანა მოახერხეს,აქედან სამი "როვერსმა" გაიტანა.საბოლოოდ,"ბლექბერნმა" გაჭირვებით,მაგრამ მაინც,ანგარიშით 5:3 იმარჯვა.

"ბრისტოლ სიტი" - "ბლექბერნი" 3:5
გოლები: ადომა, 1, პირსონი, 69, ბოლდოკი, 83 - როუდსი, 28, 90+6, ნუნუ გომეში, 55, როშინა, 81, ს.დანი, 90+2

"ბლექპულმა" სტუმრად "ბარნსლის" დამარცხება ვერ შეძლო,მატჩი ძალიან დაძაბული,მაგრამ დაბალშედეგიანი გამოდგა.მატჩი სტუმრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო,14-ე წუთზე კრეიგ დევისმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით მასპინძლები წინ გაიყვანა.მაგრამ,"ბლექპულს" ამჟამად ჰყავს ფეხბურთელი,რომელიც გუნდის მთავარი "კოზირია".მატჩის 28-ე წუთზე ტომას ინსმა სტატუს-კვო აღადგინა.საბოლოოდ მატჩი ასეთივე ანგარიშით დასრულდა 1:1.

"ბარნსლი" - "ბლექპული" 1:1
გოლები: დევისი, 14 - ინსი, 28

"ბრაიტონი" - შეფილდი 3:0
გოლები: ბრიჯი, 24, მაკაილ-სმიტი, 54, ბაკლი, 58

"ჰალი" - "მილუოლი" 4:1
გოლები: კორენი, 14, სიმპსონი, 32, ფაიე, 36, ალუკო, 40 - ჰენდერსონი, 63

"კარდიფი" - "ლიდსი" 2:1
გოლები: ბელამი, 67, უიტინგემი, 73 (პენ.) - ოსტინი, 77

"ბარნლი" - "პიტერბრო" 5:2
გოლები: მაკანი, 7, ბოსტვიკი, 39 (ს.კ), ოსტინი, 75, 81 (პენ.), სტანისლასი, 86 - ტომლინი, 20 (პენ.), მენდეს ლეინგი, 23

"ვულვზი" - "ლესტერი" 2:1
გოლები: ებანკს-ბლეიკი, 13, სტერმანი, 21 - კონჩესკი, 70

"ბოლტონი" - "უოტფორდი" 2:1
გოლები: მილზი, 3, კ.დევისი, 42 - დოილი, 58

"ნოტინგემი" - "ბირმინგემი" 2:2
გოლები: კოკსი, 73, პაბლო, 86 (ს.კ) - მალინზი, 69, კოკსი, 71

"მიდლსბრო" - "იფსვიჩი" 2:0
გოლები: უილიამსი, 34, კარაიოლი, 90

"ჰადერსფილდი" - "დერბი" 1:0
გოლი: უორდი, 1

"ჩარლტონი" - "კრისტალ პალასი" 0:1
გოლი: დიკგაჩოი, 51

ჩემპიონშიპი. "ბლექბერნმა" პირველ ადგილზე აინაცვლა

ბომბარდირები: ინსი ("ბლექპული"), მაკაილ-სმიტი ("ბრაიტონი") - 5.
ნანახია: 275 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჩემპიონშიპი. ბლექბერნმა პირველ ადგი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: