5:54 PM
ჩემპიონთა ლიგა. C ჯგუფი. მატჩების წინ

C ჯგუფში "მილანი" საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტს" მიიღებს, ხოლო "მალაგა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" დაუპირისპირდება.

"მილანი" - "ანდერლეხტი"
სამშაბათი, მილანი, "სან სირო", 22:45 საათი, მსაჯი უილიამ კოლუმი
პირდაპირი ტრანსლაცია: GMG ფეხბურთი და LIVE.GOAL.GE


"მილანის" თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა, რომ "ატალანტასთან" წაგებული მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა რეაბილიტაციის საშუალება იქნება. სერია ა-ში "როსონერიმ" ორი საშინაო მარცხი განიცადა, ერთადერთი გამარჯვება მათ "ბოლონიასთან" მოიპოვეს. ასეთი საშინელი სტარტი გუნდს 82 წელია არ ჰქონია.

პრობლემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტრავმირებული ფეხბურთელები არიან. ლაზარეთი გასული სეზონის მსგავსად სავსეა. მკურნალობენ პატო, რობინიო და მონტოლივო. იტალიური პრესა ალეგრის შესაძლო ექსპერიმენტის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც მასპინძლები ერთი თავდამსხმელით, ჯამპაოლო პაცინით, ითამაშებენ. ნახევარდაცვაში პრინს ბოატენგს ურბი ემანუელსონი დაეხმარება. ასევე მოსალოდნელია ფილიპ მექსესის და მატიე ფლამინის გამოჩენა (შესაბამისად აჩერბის და ამბროზინის ნაცვლად).

"ანდერლეხტმა" ბელგიის ჩემპიონატის ეგიდით 7 მატჩი ჩაატარა და მეტოქისგან განსხვავებით საქმეები უკეთ აქვს. მართალია, "ბრიუგე" უკვე 4 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბელგიელები თამაშით ცუდათ არ გამოიყურებიან. 

მასპინძლების მსგავსად სტუმრებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია მილან იოვანოვიჩის დისკვალიფიკაცია - "ლივერპულიდან" ბელგიაში დაბრუნებული ფეხბურთელი "ანდერლეხტის" საკვანძო მოთამაშე გახდა. ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს მარჯვენა მცველი დენის ოდოი და გასული სეზონის ბელგიის საუკეთესო მოთამაშე - მატიას სუარესი. 

სავარაუდო შემადგენლობები

"მილანი": აბიატი - დე შილიო, ბონერა, მექსესი, ანტონინი - დე იონგი, ფლამინი, ნოჩერინო - ბოატენგი, ემანუელსონი - პაცინი.

"ანდერლეხტი": პროტო - ვასილევსკი, კუიატე, დეშახტი, საფარი - ბილია, კლესტანი - ჟიიე, კანუ, იაკოვენკო - მბოკანი.

ტრავმირებულები: რობინიო, პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, მონტოლივო - სუარესი, ოდოი, ლუკაკუ.
დისკვალიფიკაცია: იოვანოვიჩი.

"მალაგა" - "ზენიტი" 
სამშაბათი, მალაგა, "ლა როსალედა", 22:45 საათი, მსაჯი მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
პირდაპირი ტრანსლაცია: LIVE.GOAL.GE


"მალაგამ" ზაფხულში საკმაოდ უსიამოვნო მომენტები გადაიტანა. საუბარი იყო ფინანსურ პრობლემებზე, შეიხს არ სურდა ინვენსტირების გაგრძელება. ამის გამო, კლუბმა ბევრი ფეხბურთელი გაყიდა. თუმცა "მალაგამ" მაინც გადალახა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე და პრიმერა დივიზიონშიც ყველას აოცებს თამაშით.

"ზენიტთან" თამაშში გუნდს ვერ დაეხმარება საყრდენი ნახევარმცველი, ტულალანი. პელეგრინის ფეხბურთელის პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, ამიტომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ლევანტესთან", ჩილელმა სპეციალისტმა ამ ზონაში ფლანგელი მოთამაშე ელისეუ დააყენა. 

ლუჩანო სპალეტიც არ არის პრობლემების გარეშე. პირველ რიგში, ბრწყინვალე სტარტის შემდეგ გუნდმა ბოლო სამი შეხვედრიდან ორი წააგო. ამას გარდა, მალაგაში ფეხბურთელების მთელი რიგი ვერ გაემგზავრა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ აქედან საკვანძო მოთამაშე არავინაა. დანი დიდი ხანია ტრავმირებულია, სემაკი ყოველთვის არ თამაშობს, ახალწვეულმა ვიტსელმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა შეცვლიდან, კრიშიტოს შემცვლელი კი პეტერბურგელებს ჰყავთ. "ტერეკთან" მატჩში მარცხენა ფლანგზე იანბაევმა ითამაშა, მაგრამ დღეს შეიძლება გუბოჩანი დადგეს ამ პოზიციაზე.

დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება ჰალკი. მართალია ის გუნდთან ჯერ შეთამაშებული არ არის, მაგრამ მცველებს პრობლემებს მაინც შეუქმნის. 

სავარაუდო შემადგენლობები

"მალაგა": კაბალიერო - სერხიო სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - კამაჩო, ელისეუ - ხოაკინი, ისკო, პორტილიო - სავიოლა.

"ზენიტი": მალაფეევი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბერტსი, გუბოჩანი - დენისოვი, შიროკოვი, ზირიანოვი - ბისტროვი, კერჟაკოვი, ჰალკი.

ტრავმირებულები: ტულალანი, ფერნანდესი - ვიტსელი, კრიშიტო, სემაკი, დანი.
 
ნანახია: 341 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჩემპიონთა ლიგა. C ჯგუფი. მატჩების წ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: