დღეს,ღამით გაიმართება ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შეხვედრა,სადაც "პსჟ" კიევის "დინამოს" უმასპინძლებს.
"პსჟ" – "დინამო"
სამშაბათი, პარიზი, "პარკ დე პრენსი", მსაჯი ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
პირდაპირი ტრანსლაცია: LIVE.GOAL.GE
მასპინძლების მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის მატჩის წინ ორი სერიოზული დანაკლისი აქვს,გუნდს დღევანდელ მატჩში მამადუ სახო და გრეგორი ვან დერ ვილი ვერ დაეხმარებიან.ჰოლანდიელს,რომელსაც არც ერთი ოფიციალური მატჩი პარიზელების მაისურით ჯერ არ ჩაუტარებია,ტრავმა აქვს,ამიტომ დაცვის მარჯვენა ფლანგს ჟალე დაიკავებს.მამადუ სახოს კი,რომელსაც ვან დერ ვილის მსგავსად ტრავმა აწუხებს,დაცვის ხაზის ცენტრში ბრაზილიელი ტიაგო სილვა შეცვლის.
ანჩელოტის შემადგენლობაში მეტ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.დღევანდელ მატჩში შესაძლოა მოედანზე გამოჩნდეს ეზეკიელ ლავესი,რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1–ის ბოლო მატჩები დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.თუ არგენტინელს "დონ კარლო" ძირითადში დააყენებს,მაშინ სათადარიგოთა სკამზე ვერატი დარჩება,ლავესი კი პასტორე–მენეზი–იბრაჰიმოვიჩის შემტევ ტრიოს დაეხმარება.
"დინამოს" საკადრო პრობლემები არ აწუხებს,პირიქით.გუნდს ანდრეი იარმოლენკო და ალექსანდრ შოვკოვსკი დაუბრუნდნენ.თუმცა ამ უკანასკნელის მოედანზე გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა,რადგან კოვალმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო მატჩები უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
კიეველების შემადგენლობაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ნახევარდაცვის ხაზში.გუნდს დაუბრუნდნენ გარმაში და იარმოლენკო,ეს ფეხბურთელები რაფაელს და დუდუს შეცვლიან,რომლებმაც მთავარი მწვრთნელის ნდობა ვერა და ვერ მოიპოვეს.
სავარაუდო შემადგენლობები
"პსჟ": სირიგუ – ჟალე, ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი – მოტა, მატუიდი – პასტორე, მენეზი, ლავესი – იბრაჰიმოვიჩი
"დინამო": კოვალი – დანილო სილვა, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაივო – ველოსო, გარმაში, კრანჩარი, გუსევი, იარმოლენკო – იდეიე
ტრავმირებულნი: სახო, ვან დერ ვილი (ორივე – "პსჟ").