0:08 AM
"ჩელსიმ" პირველად დაკარგა ქულები

ბოლო წლებში, გასვლითი ლონდონური დერბი "ჩელსისთვის" არასასურველი შედეგით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში უპირატესობას რობერტო დი მატეოს გუნდი ფლობდა, "ლურჯებმა" განსაკუთრებული სახიფათო მომენტების შექმნა ვერ შესძლეს. მატჩის დასაწყისში ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ მოგვიანებით თამაში ჩაკვდა. მასპინძლები თავს უშეცდომოთ იცავდნენ. ტაბლოზე დაფიქსირებული ნულოვანი ფრე ზუსტად ასახავდა პირველი ტაიმის მიმდინარეობას. მეორე ტაიმში რაღაცები შეიცვალა, თუმცა ანგარიშზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ამჯერად უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. "ქპრ" მომენტებში ინიციატივას ეუფლებოდა და ბურთსაც აკონტროლებდა. საბოლოოდ მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. ამრიგად, "ჩელსიმ" ამ სეზონში პირველად დაკარგა ქულები, "ქპრ" კი კვლავინდებურად ვერ ახერხებს გამარჯვებას.

"ქპრ" 0:0 "ჩელსი"

"ქპრ": ჟულიო სეზარი, ბოსინგვა, ფერდინანდი, ნელსენი, ფაბიო (ონუოჰა 19'), რაით-ფილიპსი (სისე 70'), გრანერო, ფორლინი, ჩჟუ სუნი, ჯონსონი (მაკი 33'), ზამორა.

"ჩელსი": ჩეხი, ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, კოული, მიკელი, ლამპარდი, რამირესი, აზარი, ბერტრანდი (მოზესი 59'), ტორესი (სტარიჯი 81').

გაფრთხილება: რამირესი, ბერტრანდი.




ნანახია: 278 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჩელსიმ პირველად დაკარგა ქულები | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: