10:10 AM
"ჩელსი" მძიმე ბრძოლაში "სტოკს" გაუმკლავდა

რობერტო დი მატეოს გუნდისთვის საშინაო შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. მატჩის ბოლოს კოულის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, "ჩელსიმ" სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"ჩელსიმ" პირველივე წუთებიდან შტურმის მოწყობა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ სამი კუთხური და ჯარიმები მოიპოვა. "სტოკის" დავალება კონტრ შეტევებზე თამაში იყო. რამდენიმე ეპიზოდში სტუმრებმა ძალიან მწვავედ შეუტიეს და აანერვიულეს ლონდონელთა გულშემატკივრები. 

მეორე ტაიმში ინიციატივა ერთი გუნდიდან მეორეს ხელში გადადიოდა, რაც ლოგიკური იყო. შეხვედრაში კარგად ჩაერთო შეცვლაზე შემოსული მოზესი, რომელმაც ედენ აზარი შეცვალა, არ ჩანდა ფერნანდო ტორესი. "სტოკ სიტი" თავს მედგრად იცავდა და რადგანაც "ჩელსის" ძალიან უჭირდა, ოსკარმა ერთ-ერთ ეპიზოდში წაქცევა გააფორმა, პენალტის მოპოვების იმედით, მაგრამ შეხვედრის არბიტრი არ წამოეგო ამ პროვოკაციას.

თითქოს, მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდოებოდა. 81-ე წუთზე ფრენკ ლამპარდი მოედანზე შემოვიდა, 4 წუთის შემდეგ კი ეშლი კოულმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ვიცე-კაპიტნის შემოსვლამ გუნდს სულისკვეთება შემატა. 

"ჩელსი" 1:0 "სტოკ სიტი"
გოლი: ეშლი კოული 85

"ჩელსი": ჩეხი, ივანოვიჩი, ლუისი, კეჰილი, კოული, რამირესი, მიკელი (ლამპარდი 81), მატა (ტერი 89), ოსკარი, აზარი (მოზესი 62), ტორესი.

"სტოკი": ბეგოვიჩი, კამერონი, შოუკროსი, ჰუტი, უილსონი, უოლტერსი, უილანი, ადამი (ოუენი 64), ნზონზი, კაიტლი (ეტერინგტონი 72), კრაუჩი (ჯონსი 76).

გაფრთხილება: ოსკარი, ლუისი - ადამი.




ნანახია: 268 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჩელსი მძიმე ბრძოლაში სტოკს გაუმკლავ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: