ფრანგულმა "მარსელმა" თურქეთიდან ქულის წამოღება ძირითადი დროის დამატებულ მეოთხე წუთზე გატანილი გოლით შეძლო,გლადბახის "ბორუსია" და "აელი" კი ერთმანეთს ნულოვანი ფრით დაშორდნენ.
ევროპის ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის პირველი მატჩი ძლიერ კლუბებს შორის შედგა, თურქული "ფენერბაჰჩესა" და ფრანგული "მარსელის" სახით.
უკვე მეორე წუთზე ანდრე აიუმ ვოლკან დემირელის კარის ჩარჩოსკენ ძალიან ოსტატურად გაისროლა,თუმცა არანაკლებ ოსტატურად იმოქმედა თურქების გოლკიპერმა და საკუთარი გუნდი სწრაფი გოლისგან გადაარჩინა.ძალიან მალე,ამ მომენტიდან დაახლოებით ხუთ წუთში თურქებმა ძალიან სახიფათოდ შეუტიეს მანდანდას კარს: ფრანგების გოლკიპერმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია და თურქებმა კონტრშეტევა წამოიწყეს,თუმცა თურქებმა ამ მომენტით ვერ ისარგებლეს და გოლის გატანა ვერ შეძლეს.პირველი ტაიმის შუაში კი "ფენერბაჰჩემ" ანგარიშის გახსნა შეძლო: ერკინმა კალდირიმთან ძალიან კარგად გაითამაშა ბურთი და საჯარიმოში შესულმა მანდანდას შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს.ყველაფერი ანდრე აიუს მიერ შექმნილი მომენტით დაიწყო,მისი დარტყმული ძელს მოხვდა და მასპინძლები სასწაულებრივად გადარჩნენ.თუმცა,მიუხედავად ამ აქტიურობისა სტუმრებმა ბურთი საკუთარ კარში მიიღეს.ტოპუზმა ფლანგიდან საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა,რომელსაც ალექსმა თავი დაუხვედრა და საკუთარი გუნდი წინ ორი ბურთით გაიყვანა.ეს გოლი "მარსელისთვის" ერთგვარ სტიმულად იქცა,ფეხბურთელები არ დანებებულან.83-ე წუთზე ვალბუენამ შესანიშნავი გოლი შეაგდო,მატჩის ძირითადი დროის დამატებულ მეოთხე წუთზე კი ანდრე აიუმ საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.
"ფენერბაჰჩე" - "მარსელი" 2:2
გოლები: ერკინი, 28, ალექსი, 57 - ვალბუენა, 83, ა.აიუ, 90+4
"ფენერბაჰჩე": დემირელი, კალდირიმი, ირტეგიუნი, იობო, გენული, ტოპალი, ალექსი (კრისტიანი, 67), მეირელეში, ტოპუზი, ერკინი (სტოხი, 88), სოუ (ბიენვენიუ, 73)
"მარსელი": მანდანდა, ნ'დიაიე (შეირუ, 42), ნ'კულუ, მორელი, ფანი, ბარტონი (ჯ.აიუ, 71), ამალფიტანო, კაბორე, ვალბუენა, ა.აიუ, რემი (ჟინიაკი, 63)
გაფრთხილებები: ირტეგიუნი - ა.აიუ, ამალფიტანო, ჯ.აიუ
ბოლოს მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" კვიპროსულ კლუბთან შორეულ 1970 წელს ითამაშა,სადაც,მაშინ ჰაინკესმა,ნეტცერმა და მთელმა კომპანიამ კვიპროსული კლუბი ორი მატჩის ჯამში 16:0 გაანადგურა.ამჯერად,"გლადბახს" ასეთი იოლი გასეირნება ნამდვილად არ გამოსვლია.სტუმრებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს,თავიდან რინგმა საჯარიმო დარტყმა კვიპროსელთა კარს სულ მცირე მანძილით ააცილა,შემდეგ კი ჰანკემ ძელს მოარტყა ბურთი,თუმცა ეს გოლი რომც გასულიყო მაინც არ ჩაითვლებოდა,რადგან მატჩის არბიტრმა თამაშგარე მფგომარეობა დააფიქსირა.პირველი ტაიმის შუაში რუი მიგელმა დაარტყა გერმანელების კარში ზუსტად მაიკონის მიერ ფლანგიდან ჩამოწოდების შედეგ,თუმცა ტერ შტეგენმა გერმანელები იხსნა.პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შესანიშნავი მომენტი შექმნეს "აელის" ფეხბურთელებმა,როდესაც ედმარის შორეული დარტყმის შემდეგ ტერ შტეგენმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია.ათი წუთის შემდეგ კი უკვე მასპინძელთა კარის დარაჯმა დეგრამ გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს ჰანკეს სახიფათო დარტყმის შემდეგ.მატჩის მეორე ტაიმის შუაში მძიმე ტრავმა მიიღო "აელის" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა,რის გამოც მატჩის მთავარმა არბიტრმა ძირითად დროს შვიდი წუთი დაამატა,ზუსტად მეშვიდე დამატებულ წუთზე "აელის" ფეხბურთელმა პაულო სერჟიომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა.პენალტი სტუმართა მცველმა ვენდტმა დაარტყა,ბურთი კი ძელს მოხვდა და ისე დატოვა მოედნის ფარგლები.
"აელი" - "გლადბახი" 0:0
"აელი": დეგრა, მაიკონი (ლუსიანო ბებე, 76), პარპასი, დოსა ჟუნიორი, მარკო აიროსა, ნიკოლაუ, დედე, ჟილბერტო, რუი მიგელი, ედმარი (პაულო სერჟიო, 71), ფუხო (ორლანდო სა, 58)
"გლადბახი": ტერ შტეგენი, ვენდტი, ა.დომინგესი, ბრუვერსი, იანჩკე, ტოლგა ჩიგერჩი, ნორდტვაიტი, ჰრგოტა (შაკა, 46), რინგი (რუპი, 79), ჰერმანი, ჰანკე (დე კამარგო, 82)
გაფრთხილებები: რუი მიგელი, დოსა ჟუნიორი, პარპასი, პაულო სერჟიო - ჰერმანი
90+7-ე წუთზე ვენდტმა პენალტი ვერ გამოიყენა (ძელი)