ბუნდესლიგის მორიგ ტურში "ფრაიბურგმა" საკუთარ მოედანზე "ვერდერი" მიიღო, ხოლო "აუგსბურგი" ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდა.
თომას შააფის გუნდმა მეორე ტაიმში ინიციატივა ხელში ჩაიგდო და საბოლოოდ შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულა. კლუბებმა საკმაოდ თანაბარი მატჩი ჩაატარეს. "ფრაიბურგიდან" შორიდან კარგად ურტყამდა კალიგური, "ვერდერის" ნახევარმცველები კი ფლანგური ჩაწოდებებით ცდილობდნენ აკპალამდე ბურთის მიწოდებას, თუმცა ორივე გუნდის დაცვა ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში ერთი გატანილი გოლი მაინც ვიხილეთ - ბრემენელებმა მაქს კრუზე წააქციეს, საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა შმიდმა.
მეორე ტაიმი კრუზეს კარგი დარტმით დაიწყო, მაგრამ "ვერდერი" მილიტცმა გადაარჩინა. სტუმრებმა შედეგიანი შეტევით უპასუხეს მეტოქეს. ელიამ არნაუტოვიჩთან ფლანგი გაცვალა და საჯარიმოს ცენტრში აკპალას მისამართით ჩააწოდა, რომელმაც ბურთის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ, შააფის გუნდი ათამაშდა. დე ბრიუნემ მარცხნიდან პასი გაუკეთა ჰანტს, რომელიც მშვიდად გასცდა ბაუმანს - სტუმრები დაწინაურდნენ. "ვერდერმა" მესამეც გაიტანა, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა იმ ეპიზოდში.
"ფრაიბურგი" 1:2 "ვერდერი"
გოლები: შმიდი 36 - აკპალა 48, ჰანტი 59
"ფრაიბურგი": ბაუმანი, ზორგი, დიანიე, გინტერი, მუიძა, კალიგური, მაკიადი (ფლიუმი 64), შუსტერი, შმიდი, გუედი (ფრაისი 69), კრუზე.
"ვერდერი": მილიტცი, შმიცი, პრიოდლი, სოკრატისი, ფრიცი, იუნუზოვიჩი (ბარგფრედე 67), ელია (ეკიჩი 81), დე ბრიუნე, ჰანტი, არნაუტოვიჩი, აკპალა (პეტერსენი 67).
გაფრთხილება: დიაინიე, იუნუზოვიჩი, აკპალა, კალიგური, მილიტცი, არნაუტოვიჩი.