10:07 AM
ბუნდესლიგა. "ბაიერნმა" "შალკე" დაამარცხა, "დორტმუნდი" ჰამბურგში დაეცა

საინტერესო შეხვედრები გაიმართა გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში. დღევანდელი მატჩებიდან გამოსარჩევი იყო "შალკე" - "ბაიერნის" და "ჰამბურგი" - "დორტმუნდის" დაპირისპირებები.

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა მიუნჰენის "ბაიერნმა". მატჩს წინ დიდი ინტრიგა ერთვოდა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "შალკემ" მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხა იუპ ჰაინკესის გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მეორე ტაიმში ფაქტიურად ერთი კლუბი თამაშობდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, უფრო აქტიურად მასპინძლები გამოიყურებოდნენ, თუმცა სტუმრების შეტევები საკმაოდ მწვავე იყო. მეორე ნახევარის პირველივე წუთებზე მიუნჰენელებმა ორი გოლი გაიტანეს, ორივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიულერმა მიიღო - ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ ბრწყინვალე პასით კროოსი გაიყვანა ერთი-ერთზე, რომელმაც აუღელვებლად შეაგდო ბურთი კარის ბადეში, შემდეგ კი თავად თომასმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადაწყვიტა მატჩის ბედი.

"შალკე 04" 0:2 "ბაიერნი"
გოლები: კროოსი 55, მიულერი 58

"შალკე 94": უნერშტალი, ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუქსი, ნოიშტედტერი, ჯონსი (ჰიოგერი 77), ფარფანი, ჰოლტბი (ბარნეტა 62), დრაქსლერი (აფელაი 63), ჰუნტელაარი.

"ბაიერნი": ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი, კროოსი, ლუის გუსტავო, რობენი (შაქირი 84), მიულერი, შვაინშტაიგერი (ტიმოშჲკი 89), მანჯუკიჩი (მარტინესი 69).

გაფრთხილება: ფუქსი, მატიპი.




ნანახია: 291 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ბუნდესლიგა. ბაიერნმა შალკე დაამარცხ, დორტმუნდი ჰამბურგში დაეცა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: