პრიმერადივიზიონში მადრიდის "რეალმა" სტარტი საკადრისად ნამდვილად ვერ აიღო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "სამეფო გუნდის" წარმომადგენლებმა 4 ტურში მხოლოდ 4 ქულას მოუყარეს თავი და ამიტომაც გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მურინიოსა და ფეხბურთელების კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომლებიც მადრიდელები "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდნენ.
თამაში ძალიან მძაფრსიუჟეტიანი გამოდგა და საბოლოოდ "რეალმა" 3:2 მოიგო. ამაში თავისი წვლილი შეიტანა მადრიდელთა ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ცვლილებაზე ითამაშა და ერთ მომენში გოლის გატანაც შეძლო. მატჩის შემდეგ ბენზემას ადგილობრივი ჟურნალისტები გაესაუბრნენ. ჯერ ვნახოთ, რას ამბობს ფეხბურთელი "სიტისთან" მოგებულ თამაშზე: "ურთულეს თამაში გამოდგა. პრინციპში, სხვანაირს არც ველოდით, რადგანაც საქმე "მანჩესტერ სიტისთან" გვქონდა, რომლის რიგებშიც არაერთი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გუნდი ინგლისის ჩემპიონია და ამიტომაც არანაირი უფლება არ გვქონდა, მეტოქის მიმართ პატივისცემით არ გავსულიყავით მოედანზე. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი ხასიათ გამოვავლინეთ და ურთულესი შეხვედრის შემოტრიალება შევძელით. მიმაჩნია, რომ სწორედ აქ დავუსვით წერტილი ჩვენს წარუმატებელ ასპარეზობას".
ჟურნალისტები ბენზემას პრიმერადივიზიონზეც გაესაუბრნენ. ფრანგი "ბარსელონას" 8-ქულიან ჰანდიკაპს სერიოზულად არ აღიქვამს და კატალონიელებს მუქარას უთვლის: "კარგად მესმის, რომ ახალი მწვრთნელის თავკაცობით "ბარსელონას" ძალიან სურს, ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს, მაგრამ ეს არ გამოუვა. კი ბატონო, სეზონი ჩვენზე კარგად დაიწყეს, ყველა თამაში მოიგეს და 8 ქულითაც გაგვასწრეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. პრიმერას ფავორიტები კვლავინდებურად ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, ახლა მოგებებს დავიწყებთ და ამ უპირატესობას სულ მალე შევამცირებთ".
დაბოლოს, ბენზემამ ჟურნალისტებთან მოახლოებულ "ელ კლასიკოზეც" ისაუბრა: "ბარსელონას" "ნოუ კამპზე" დავუმტკიცეთ, თუ ჩვენ ორ კლუბს შორის რომელი უფრო ძლიერია. მერწმუნეთ, ამ "ელ კლასიკოსთვის" ისე ვემზადებით, როგორც არასოდეს. ზუსტად ახლა, როდესაც ყველა გვაკრიტიკებს, ვისაც არ ეზაება, ვალდებული ვართ, ჩვენი გულშემატკივარის წინაშე ეს თამაში მოვიგოთ. წამით არ იფიქროთ, რომ "ბარსელონას" პატივს არ ვცემ, პირიქით, მესი, ხავი, ინიესტა ის ფეხბურთელები არიან, რომელთა ყურებაც და მათ წინააღმდეგ თამაშიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ მსოფლიოში ორი საუკეთესო გუნდი ვერ იქნება. საუკეთესო მხოლოდ ერთია და ეს "რეალია"!

წყარო: www.goal.com