3:07 PM "ბარსელონას" დეულოფეუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს | |
![]() 18-წლის ფორვარდმა კატალონიური კლუბის წინასასეზონო მზადების პრე-მატჩებში "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა,ამის შემდეგ კი გაბრწყინება "ბარსა ბ"-შიც განაგრძო. სწორედ ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი,რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,რომ თავის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღზრდილი ფეხბურთელისთვის კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა. მიმდინარე კონტრაქტის თანახმად ხერარდ დეულოფეუს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს."ბარსელონას" კი სურს,რომ გაახანგრძლივოს ეს ხელშეკრულება და ასევე გაზარდოს ფეხბურთელის გამოსასყიდი სატრანსფერო თანხაც,რომელიც ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს. Marca-ს ინფორმაციით,მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ზამთარში დაიწყება. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |