1:59 AM
"ბარსელონამ" "ხეტაფე" დაამარცხა

"ხეტაფემ" საკუთარ მოედანზე კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გუნდთან "რეალმა" წაიბორძიკა და, რომ "ბარსელონასაც" შეიძლებოდა იგივე დამართნოდა, თუმცა ტიტო ვილანოვას შეგირდებმა 4 გოლი გაუტანეს მეტოქეს, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთი მიიღეს.

ანგარიში 32-ე წუთზე ადრიანომ გახსნა. სესკ ფაბრეგასი ჩინებული რეიდით მეტოქის კარს უახლოვდებოდა, თუმცა მცველმა კორპუსი კარგად ჩაუდგა, შემდეგ ბურთი ადრიანოს მიუვიდა და მანაც შანსი კარგად გამოიყენა. 

უნდა ითქვას, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში კატალონიელები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. ისინი კლასის ხარჯზე აპირებდნენ მეტოქის დაჯაბვნას. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ჯგუური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება და ყველა გრანდი ამ ტურნირზეა მეტწილად გადართული. 

პირველ 45 წუთში აღსანიშნავია კარლეს პუიოლის ტრავმა. კაპიტანი იძულებული გახდა, ადგილი ხავიერ მაშერანოსთვის დაეთმო, სწორედ არგენტინელმა გაიტანა საკუთარ კარში მე-80 წუთზე.

74-ე წუთზე პედროს საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ლეო მესისმ ზუსტად შეასრულა. 4 წუთში "ბარსას" "სუპერბიჭუნამ" დუბლი გაიფორმა. როგორც უკვე გითხარით, მე-80-ზე მაშერანომ ავტო გოლი გაიფორმა, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი თავისი ვილამაც შეაგდო და საბოლოო აჯგარიში დააფიქსირა ტაბლოზე. 

შედეგად, "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია პრიმერაში, რომელიც უდანაკარგოდ მიუყვება ტიტულისთვის რბოლას.

ხეტაფე 1:4 ბარსელონა

გოლები: მაშერანო, 80 (ა.გ.) - ადრიანო, 32, მესი, 74 (პენ.), 78, ვილა, 90+1

ხეტაფე: მოია, ვალერა, ლოპო, ალექსისი, მიგელ ტორესი, მიჩელი(ლასენი, 70), ხავი ტორესი, ბარადა, კასტრო, ლეონი(სარაბია, 80), კოლუნგა(ალვარო, 60)

ბარსელონა: ვალდესი, მონტოია, პიკე, პუიოლი (მაშერანო, 57), ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ტიაგო (მესი, 59), ტელიო(ვილა, 75), ფაბრეგასი, პედრო.

გაფრთხილება: მიჩელი, ვარელა - ბუსკეტსი, პიკე.




ნანახია: 300 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ბარსელონამ ხეტაფე დაამარცხა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: