3:33 PM
"ბარსელონა": ტერ შტეგენი პინტოს ნაცვლად

კატალონიური გრანდი ახალი გოლკიპერის ძიებაშია.

ესპანური პრესის ინფორმაციით,"ლურჯ-ბროწეულისფერების" სათადარიგო გოლკიპერმა ხოსე პინტომ კლუბი შესაძლოა ძალიან მალე დატოვოს.

ესპანელ გოლკიპერს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება,მისი წლოვანება კი - ნოემბერში პინტოს 37 წელი შეუსრულდება - კატალონიურ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაში ხელს უშლის.

ასე რომ,კატალონიელები ამჟამად ახალი გოლკიპერის ძიებაში არიან,რომელიც ვიქტორ ვალდესს კონკურენციას გაუწევს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის."ბარსელონაში" გადასვლის მთავარ კანდიდატად კი გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს,"გლადბახის" კარის დარაჯს,მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მოიაზრებენ.

წყარო: AS

ნანახია: 340 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ბარსელონა: ტერ შტეგენი პინტოს ნაცვლ | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: