3:39 AM
"ბაიერნის" მორიგი სამი ქულა

მიუნჰენური კლუბი ჯერჯერობით კვლავ შეუჩერებელია! იუპ ჰაინკესის გუნდი განაგრძობს მოგებათა სერიას.

დღეს "რეკორდმაისტერი" გასვლით შეხვედრაში პრინციპულ მეტოქეს, "ვერდერს", დაუპირსპირდა. თამაში სტუმრებისთვის გასულ ტურში გამართული მატჩის სცენარით წარიმართა - პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო, საბოლოოდ კი მიუნჰენელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა, გოლები შეხვედრის მიწურულს გავიდა. 81-ე წუთზე ჯერ გუსტავომ გახსნა ანგარიში, ორი წუთის შემდეგ კი მანჯუკიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

"ვერდერი" 0:2 "ბაიერნი"
გოლები: ლუის გუსტავო 81, მანჯუკიჩი 83

"ვერდერი": მილიტცი - გებრე სელასიე, პროდლი, სოკრატისი, ფრიცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი (ბარგფრედე 87), დე ბრიუნე, ჰანტი, ელია (ფიულკრუგი 59) - პეტერსენი (აკპალა 77).

"ბაიერნი": ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი - შვაინშტაიგერი (მარტინესი 75), ლუის გუსტავო - მიულერი, კროოსი (შაქირი 58), რიბერი - პისარო (მანჯუკიჩი 58).

გაფრთხილება: სოკრატისი, არნაუტოვიჩი - შვაინშტაიგერი, გუსტავო.

ნანახია: 289 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ბაიერნის მორიგი სამი ქულა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: