0:01 AM
"ბაიერნი" "მაინცს" გაუმკლავდა

მიუნჰენურმა კლუბმა ძალების დაზოგვით მოახერხა სამი ქულის მოპოვება. უკვე მე-12 წუთისთვის მასპინძლები ორ ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. თავი მანჯუკიჩმა და შვაინშტაიგერმა გამოიჩინეს. პირველი ტაიმის დარჩენილ ნახევარ საათში სახიფათო მომენტები არ შექმნილა. სტუმრებმა პირველი დარტყმის განხორციელება მხოლოდ 44-ე წუთზე მოახერხეს. "ბაიერნს" მატჩის მშვიდად დამთავრებაში ხელი მოულოდნელმა პენალტიმ შეუშალა, რომელიც სჟალაიმ ზუსტად შეასრულა. თუმცა, ეს სტუმრების ერთადერთი გამონათება იყო. "რეკორდმაისტერი" კვლავ გააქტიურდა და შეხვედრის ბოლოს ტონი კროოსმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1!

"ბაიერნი" 3:1 "მაინცი"
გოლები: მანჯუკიჩი 2', შვაინშტაიგერი 13', კროოსი 90+2' - სჟალაი 59'

"ბაიერნი": ნოიერი, ბადშტუბერი, დანტე, ბოატენგი, ლამი, გუსტავო, შვაინშტაიგერი, შაქირი (ხავი მარტინესი 75'), კროოსი, მიულერი, მანჯუკიჩი (პისარო 89').

"მაინცი": ვეტკლო, ზაბავნიკი, ნოვესკი, ბუნგერტი, პოსპეხი, კირხოფი, ბაუმგარტლინგერი, კალიგური, მიულერი, რიისე, ჩუპო-მოტინგი (ივანშიცი 79')

გაფრთხილება: კირხოფი, ლუის გუსტავო, ბუნგერტი.



B3-1M www.fasthighlights.com

Vezi mai multe video din sport

ნანახია: 276 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ბაიერნი მაინცს გაუმკლავდა | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: