9:22 PM AS: "სიტი" მზდაა, რონალდუს სანაცვლოდ "რეალს" 200 მლნ. ევრო გადაუხადოს | |
![]() ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რონალდუს ზაფხულში შეეძლო გადასულიყო "სიტიში" კოლოსალური თანხის სანაცვლოდ.
როგორც ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, მანჩესტერ "სიტიმ" შეთავაზება მიიღო კრიშტიანუ რონალდუს აგენტთან, ამისთვის "ქალაქელები" 200 მილიონ ევროს იხდიდნენ. ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, პორტუგალიელის წლიური ხელფასი 50% მეტი ანუ, 20 მილიონი ევრო იქნებოდა. თუმცა "თეთრების" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ამ წინადადებაზე უარი თქვა. შესაბამისად, არ უნდოდა "დონ პერესს" გუნდის მთავარი ლიდერის გაშვება. გასულ ზაფხულს, ინგლისური კლუბის მფლობელი რონალდუში 180 მილიონ ევროს იხდიდა. ასევე განჩნდა ინფორმაცია, რომ ვითომდა, პორტუგალიელი "სიტის" ფეხბურთელია, თუმცა როგორც აღმოჩნა, მაშინაც უარი მიიღეს ესპანური გრანდისგან. ბოლო ხანებში პრესაში ხშირად იწერება, რომ რონალდუ "რეალში" უბედურად გრძნობს თავს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს. როგორც მედიაში იწერება, მანჩესტერ "სიტი" აპირებს ახალი წინადადებით მიმართოს დედაქალაქურ კლუბს. საინტერესოა, რომ "რეალი" "სიტის გასამართ შეხვედრაში, რომელიც 18 სექტემბს გაიართება "სანტიაგო ბერნაბეუზე" შესაძლოა, შეიხი მანსური და ფლორენტინო პერესი შეხვდენ ერთმანეთს. ინფორმაციის წყარო: AS | |
|
სულ კომენტარები: 0 | |