9:32 PM აფელაი:"ჩემთვის არენდა საუკეთესო ვარიანტია" | |
![]() "შალკეს" ახალწვეულმა იბრაჰიმ აფელაიმ,რომელიც გელზერკირხენულ კლუბში "ბარსელონადან" არენდის წესით გადაბარგდა,ისაუბრა თუ რატომ გადავიდა იგი "შალკეში". 26-წლის ნახევარმცველი "შალკეში" ერთი სეზონი იასპარეზებს,მომდევნო წელს კი კატალონიურ კლუბში დაბრუნდება. "ბარსელონაში" მე საკმარის სათამაშო დროს და პრაქტიკას ვერ ვიღებდი.მე ჩემს შანსს ველოდებოდი,რომელიც არ მომეცა.მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ,მივხვდი,რომ არენდა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია",-გამოტყდა აფელაი. "მას შემდეგ,რაც ძალიან სერიოზული ტრავმა მოვიშუშე,თამაში ჩემთვის საჭირო იყო,რათა ძველებური კონდიციები აღმედგინა.ვფიქრობ,რომ "შალკეში" საკმარის სათამაშო დროს და პრაქტიკას მივიღებ". წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |