11:08 AM ალბა "ხეტაფეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს | |
![]() "ბარსელონას" მარცხენა მცველი, ხორდი ალბა, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
როგორც "Cadena Ser" იტყობინება, ალბას აქვს გრიპი. თუმცა შესაძლებელია, რომ ესპანელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც "ბლაუგრანა მოსკოვის "სპარტაკთან" გამართავს. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლაზარეთში, ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესიცაა, რომლებიც ალბას მსგავსად ისინიც გამოტოვებენ "ხეტაფესთან" თამაშს. ინფორმაციის წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |