გთავაზობთ პარიზული კლუბის მფლობელის ნასერ ალ ხელაიფის ინტერვიუს.
შეიხმა ყველას ყურადღება მიიპყრო - მისი შურთ, აკრიტიკებენ. ის კი უბრალოდ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს და სურს, რომ "პსჟ" ევროპის ყველაზე ძლიერი კლუბი გახდეს.
"რვა წელია "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია. კიევის "დინამოსთან" ბრწყინვალე მატჩი გამოდგა. მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველასთვის უნდა დაგვემტკიცებინა - ჩვენ სწორი მიმართულები ვმოძრაობთ." - ამბობს ალ ხელაიფი.
- გაოცებული ხართ მარკო ვერატის თამაშით?
- ყველა ჩვენი მოთამაშე ძლიერია, მაგრამ ვერატი განსაკუთრებით გამოირჩევა. გულშემატკივრები მას აღმერთებენ. არ მინდა ბევრი შევაქო, ვინაიდან მარკო ჯერ ხომ ახალგაზრდაა, მაგრამ ის - ბრწყინვალე ტალანტია. იტალიის და "პსჟ"-ს მომავალი.
- მასშტაბური სატრანსფერო კამპანიის გათვალისწინებით, რა მიზნებს ისახავს "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე?
- გამუდმებით წინ სვლა, კონკურენტუნარიან გუნდად ყოფნა. რაც შეიძლება შორს გავალთ, ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- ანჩელოტის მიზანია ორი წლის განმავლობაში ევროპის ოთხ ყველაზე ძლიერ კლუბში ყოფნა.
- კარლო ბრწყინვალე მწვრთნელია უდიდესი გამოცდილებით. მას ბოლომდე ვენდობი და მჯერა მისი სიტყვის.
- იტალიაში დაახლოებით 170 მილიონი ევრო დახარჯეთ...
- ციფრებს არ დავაზუსტებ, მაგრამ ვიტყვი ერთს - ჩვენ მოგვწონს იტალია! იქიდან ფეხბურთელების შეძენა უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ჩემპიონატიდან.
- ანუ, იტალიური ფეხბურთი კრიზისშია - ამის თქმა გსურთ?
- არა. სერია ა-ში და სერია ბ-ში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია - აი ამაზე არის საუბარი.
- იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა. მოგვიყევით სატრანსფერო წლის თქვენი ვერსია.
- თავდაპირველად მოლაპარაკებებს მარტო სილვაზე ვაწარმოებდით, მაგრამ შემდეგ გაჩნდა იბრას ვარიანტიც, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ახლა ორივე "პსჟ"-ს ფეხბურთელია.
- თუმცა ამბობენ, რომ მათ არ სურდათ "მილანის" დატოვება.
- ეს მათი და "მილანის" საქმეა. ზლატანი და ტიაგო "პსჟ'-ში ბედნიერები არიან.
- რა შეიცვალა "პსჟ"-ში იბრაჰიმოვიჩის გამოჩენის შემდეგ?
- ყველაფერი. ის - სუპერ ვარსკვლავია, რაც საერთაშორისო არენაზე იმიჯს გვიქმნის. ახლა ჩვენი გუნდი ყველასგან იმსახურებს პატივისცემას და ნდობას.
- მორატი, რუმენიგე, ფერგიუსონი და ბუტრაგენიო - მათ ძალიან ბევრის დახარჯვაში დაგადანაშაულეს.
- ყველას აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა თქვა ინვესტიციაზე უარი, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ორი წლის წინ ბაზარზე დიდი ფული ტრიალებდა, მაგრამ ეს ნორმალური იყო. იმისთვის რომ დიდი კლუბი გახდა, უნდა დახარჯო. ამის გაკეთებას ჩვენ გავაგრძელებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. ყველა დანარჩენს წარმატებას ვუსურვებ.
- უკვე უეფაც შეწუხებულია, ფინანსური ფეირ-პლეის თვალსაზრისით.
- როგორც ყველა ფრანგული კლუბი, "პსჟ"-ც საკონტროლო კომისიის დაკვირვების ქვეშაა. ყველა წესს ყურადღებას მივაქცევთ, 2014 წელს არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება. მინდა სხვა ტოპ კლუბების წარმომადგენლებს მივმართო - კონცენტრაცია თქვენს ბიზნესზე მოახდინეთ, ჩვენ კი მშვიდად მუშაობის საშუალება მოგვეცით.
- კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი, 60 ათასიანი, სტადიონი ამ პრობელმას მოხსნიდა.
- დიახ, არის ასეთი ვარიანტიც, მაგრამ ამჟამად ჩვენს სტადიონს რეკონსტრუქციას ვუტარებთ ევრო 2016-სთვის. ერთადერთი გუნდი ვართ პარიზში, ქალაქი ორი მილიონი ადამიანითაა დასახლებული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. შემოსავალთან პრობლემები არ გვაქვს. აქ, "პსჟ"-ში, ჩვენ საერთაშორისო ბრენდს ვქმნით.
- ყოველწლიურად 250 მილიონს ხარჯავთ.
- შემუშავებული გვაქვს ზუსტი სტრატეგია. შევამცირეთ სპონსორების რაოდენობა, მაგრამ ისინი ახლა ბევრად უფრო მეტს იხდიან. ვავითარებთ მარკეტინგს, გვაქ შემოსავალი უფლებების გაყიდვით, სატელევიზიო ტრანსლაციებით და ბილეთებით.
- ამბობენ, რომ ყატარის ბანკი ოთხი სეზონის განმავლობაში 400 მილიონს გადაგიხდით.
- ეს არ არის მართალი.
- "პსჟ"-ს მფლობელები ასევე აკონტროლებენ Al Jazeera-ს არხს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და სხვა მსხვილი ტურნირების ტრანსლირებას ახდენს
- და რა? ისეთ თემებზე ლაპარაკობთ, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. Al Jazeera-ს პარტნიორობა მხოლოდ პლიუსია უეფასთვის და "პსჟ"-სთვის.

წყარო: La Gazzetta dello Sport