7:20 PM ზლატანმა ფარერების ნაკრების ფეხბურთელებს “მეთევზეები” უწოდა, რომლებსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვთ | |
![]() ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახელი კიდევ ერთ სკანდალში გაჟღერდა. 2014-წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის მიმდინარეობისას, ზლატანმა არამხოლოდ ორი გოლის გატანა და ფარერების კუნძულებთან შვედებისთვის სამი ქულის მოტანა შეძლო, არამედ მატჩის მსვლელობისას მის მოწინააღმდეგეებს შეურაცხყოფის მიყენებაც მოახერხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, კუნძულოვანი ქვეყნის ფეხბურთელებს "პარი სენ ჟერმენის” ფორვარდისგან ის ესმოდათ, რომ ისინი მხოლოდ "მეთევზეები” არიან, რომლებსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვთ. გარდა ამისა, ზლატანმა თავისი გიგანტური ხელფასით დაიტრაბახა. თუმცა, ყველაფერი ეს იმ ეპიზოდმა გადაფარა, როდესაც იბრაჰიმოვიჩმა ერთ-ერთ მომენტში ფარერების კუნძულების მეკარეს ბურთი თავში გაარტყა, მაგრამ მატჩის შემდგომ იბრამ განაცხადა, რომ მან ეს უნებლიედ გააკეთა. "დიახ, თევზაობით ვართ დაკავებულნი. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. და რა მოხდა?”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფარერების ნაკრების თავდამსხმელმა სიმონ სამუელსენმა. "ზლატანი – ჩინებული მოთამაშეა, თუმცა არ გვესმის, რატომ იყო ასეთ ცუდ ხასიათზე. სამუშაოს დილის ოთხ საათზე ვამთავრებთ და შემდეგ სავარჯიშოდ მივდივართ. თავდაუზოგავად და სამართლიანად ვთამაშობთ, თუმცა არასდროს გვიცდია მოწინააღმდეგის დამცირება, როგორც იგი მოიქცა. ფარერები – პატარა ქვეყანაა, და ეს მით უფრო უცნაურია, რომ მას სწორედ ჩვენი დამცირება სურდა. არ მესმის, რატომ იქცევა იგი ასე”, – დაასრულა სამუელსენმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |