12:22 PM
"ზიმბრუ" ქართველ ფეხბურთელებს აკვირდება



დიდი შანსია, უახლოეს დღეებში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა კოტე გაბაშვილმა და ბაქარ მირცხულავამ მოლდოვურ "ზიმბრუსთან" კონტრაქტი გააფორმონ. შეგახსენებთ, რომ გაბაშვილი "დინამოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო ბაქარ მირცხულავა "ბენფიკას" ახალგაზრდული გუნდის ვიცეკაპიტანი გახლდათ, მაგრამ იგი "ბენფიკადან" წამოვიდა და გარკვეული პერიოდის მანძილზე, უგუნდოდ იყო დარჩენილი.

დღეს "ზიმბრუს" საწვრთნელ ბაზაზე მატჩი გაიმართა, სადაც ამავე გუნდის ფეხბურთელებმა ორკარა ითამაშეს. გაბაშვილმაც და მირცხულავამაც ტესტმატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. კოტე გაბაშვილმა თავის გამოჩენა პირველივე თამაშში მოახერხა და გოლიც გაიტანა. იმედია, "ზიმბრუში" ორივე ქართველ ფეხბურთელს დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ "ზიმბრუს" ძირითად გუნდში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა თორნიკე სტეფნიაშვილი ირიცხება. მან მოლდოვის ჩემპიონატში გოლის გატანაც მოასწრო.
ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: