10:50 AM ზიდანმა ისკო დაარწმუნა | |
![]() "ბლანკოსის” ფრანგმა ლეგენდამ ისკოს დათანხმება შეძლო… მოგეხსებათ, "მალაგას” უნიჭიერესი ფეხბურთელით უამრავი გრანდია დაინტერესებული. უკანასკნელ პერიოდში მის შეძენასთან ყველაზე ახლოს "მანჩესტერ სიტი” იყო. "MARCA” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "რეალის” ლეგენდარულ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანს ისკოსთან პირადი საუბარი ჰქონდა. როგორც ირკვევა, ზიზუმ "მალაგას” გამთამაშებელი დაითანხმა "რეალში” გადმოსვლაზე. იგი 21 წლის ფეხბურთელს "თეთრების” შემადგენლობაში დიდ სათამაშო დროს და ყველანაირ პირობებს ჰპირდება, იმისთვის, რომ ამ ტალანტმა პროგრესირება განაგრძოს. თუ ეს მართლაც ასეა და თუ ისკო მართლა დათანხმდა "რეალის” შემადგენლობაში გადმოსვლას, ესპანელს მოუწევს ყველაფერს სხვა კუთხიდან შეხედოს, რადგან რამდენიმე დღის წინ ისკოს გადასვლა "სიტიში” ფაქტიურად გადაწყვეტილი ამბავი იყო. ასევე, ისკოს ტრანსფერს ისიც აფერხებს, რომ რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი განსაკუთრებულ ინტერესს "მალაგას” შემტევის მიმართ არ იჩენს. ზიზუს, რომელიც ანჩელოტის მოსვლის შემდეგ მისი მარჯვენა ხელი გახდება, ფლორენტინოსთანაც ჰქონდა საუბარი ამ საკითხზე. პერესის თქმით, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო კარგი იქნება თავდამსხმელზე და ფლანგის მოთამაშეებზე ფიქრი, რადგან ისკოს პოზიციის ფეხბურთელი გუნდში ზემოთ ხსენებული პოზიციის ფეხბურთელებზე უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, ზიდანს, ერთი მხრივ, პერესის დარწმუნებაც მოუწევს ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე. წყარო: MARCA | |
|
სულ კომენტარები: 0 | |