ფრანგმა ლეგენდამ საჯაროდ განაცხადა, არასდროს, არანაირი პრობლემა არ მქონია ჟოზე მოურინიოსთანო.
შეგახსენებთ, ვარაუდობდნენ, რომ ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორის პოსტი პორტუგალიელ სპეციალისტთან ჩხუბის შემდეგ დატოვაო.
"არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს რამე კონფლიქტი ან პრობლემა პორტუგალიელთან", -განაცხადა ზიდანმა Sport365-თან ინტერვიუში, - "პირიქით, ბევრი რამ ვისწავლე მოურინიოსგან. მინდა, საკუთარი თავი მწვრთნელის როლში მოვსინჯო, რადგან ფეხბურთი ჩემი გატაცებაა. სწორედ ამის გამო დავბრუნდი საფრანგეთში".

წყარო: Goal.com