9:50 PM
ზიდანი: ბეილმა ტოტენჰემს ტრანსფერზე დაყენება უნდა მოსთხოვოს



მადრიდის "რეალის” სპორტული დირექტორის აზრით, გარეტ ბეილმა "ტოტენჰემისგან” მომავალ ზეწოლას უნდა გაუძლოს და ტრანსფერზე დაყენება სთხოვოს კლუბს, თუკი "რეალში” გადმოსვლა უნდა.

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეს (2012/13 და 2010/11 წლების სეზონებში) არაერთხელ განუცხადებია, "ტოტენჰემში” ბედნიერი ვარო, მაგრამ ასეთი კლუბისგან დაინტერესების თავიდან არიდება მაინც და მაინც სწორი საქციელი არაა.

"ჩემი აზრით, "რეალმა” ღიად დააფიქსირა, რომ ბეილი სურს. ჩვენ არც მისი დიდი სატრანსფერო ღირებულება გვაშინებს. თუ გარეტი გრძნობს, რომ ნაბიჯის წინ გადადგმის დროა, კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და წასვლის სურვილი გაანდოს”, – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 291 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: