საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით მატჩში გორის „დილამ" მარტვილის „მერანს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ჩვენი გუნდისგან ზედიზედ მე–7 მოგებაში, გადამწყვეტი როლი ბრაზილიელი ლეგიონერის ნათან ჟუნიორის შედეგიანმა თამაშმა შეასრულა. მან დღეს პირველად ითამაშა „თენგიზ ბურჯანაძეზე", რაც წყვილი გოლით აღნიშნა.
მატჩის მე–6 წუთზე, გორელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან, გიორგი კახელიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა. „მერანის" საჯარიმოში დასწრებაზე მშვენივრად მოთამაშე ჟუნიორმა, ბურთს თავით შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გახსნა – 1:0.
სხვათა შორის, მატჩის დაწყებამდე, „კახელოს" ფანკლუბ „ლომკაცებისაგან" „დილას" სექტემბრის საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი თასი გადასცეს. ქომაგთა სახელით ჩვენი განაპირა ნახევარმცველი ბექა ბუხნიკაშვილმა დააჯილდოვა. თავად ლაურეატის გამორჩევის პრინციპი კი მარტივი იყო – კლუბის ოფიციალურ საიტზე, ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლო ანკეტაში შეყვანილი 11–დან ერთი ფეხბურთელისთვის მიეცა ხმა.
პირველ ტაიმში „დილა" კიდევ რამდენიმეჯერ იყო ახლოს გოლის გატანასთან, თუმცა ყველაზე გამორჩეული მომენტი ირაკლი კლიმიაშვილს ჰქონდა. 35–ე წუთზე იგი მეტოქის საჯარიმო მოედნის მარცხენა კუთხიდან დაემუქრა სტუმართა კარს – შეროზია ადგილზე დაუხვდა ბურთს და მისი კუთხურზე გადაგდება შეძლო.
ორიოდე წუთში ჩვენს კარში არბიტრმა 11–მეტრიანი დანიშნა. ონიანისა და რეხვიაშვილის ორთაბრძოლაში მარტვილელთა ფორვარდი საჯარიმოში დაეცა და ახლოში მყოფმა ნონიკაშვილმა ხელი პენალტის ნიშნულისაკენ გაიშვირა. გივი დიდავამ, რომელიც რიგით 422–ე მატჩს ატარებდა უმაღლეს ლიგაში, სკენდერს, მისგან მარჯვენა „ცხრიანში" აუღებელი დაურტყა – 1:1. დიდავამ ზურაბ იონანიძის რეკორდი გაიმეორა – ერთსაც და მეორესაც ქართულ „უმაღლესში" ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ნათამაშები. ესაა რომ, „იონამ" ბუცები კარგა ხანია ლურსმანზე ჩამოკიდა, გივი კი „მერანის" წამყვანი მოთამაშეა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მე–5 წუთი მიდიოდა, როცა მატჩის არბიტრს მარტვილელთა კარში პენალტის დანიშვნა მართებდა. კვირკველიას გრძელი პასის შემდეგ ჟუნიორი ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შევიდა, მცველს გასცდა და დაეცა – ნონიკაშვილმა გორელთათვის პენალტი დაინანა, აუტი კი უშურველად დანიშნა.
57–ე წუთზე „დილას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თავი მაინც გამოიჩინა. კუთხურიდან გოგუას მიერ ბურთის ჩაწოდებას, „მერანის" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ბურთს ბოლო დარტყმა ჟუნიორმა მიაყენა და გახარებული „ჯუნგლებისაკენ" გაიქცა. თანამსაჯმა მაჩიტიძემ რატომღაც ალამი აღმართა. ნონიკაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილთან დამხმარეზე ახლოს იყო, მცირეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოედნის ცენტრისაკენ გაიშვირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „დილა" ანგარიშში დაწინაურდა – 2:1.
თამაშის ბოლომდე ღირშესანიშნავი აღარაფერი მომხდარა. „დილამ" უფრო მაღალი კლასის ხარჯზე შეძლო „მაცდური" ანგარიშის შენარჩუნება.
მორიგი, XII ტურის მატჩი ჩვენი გუნდის მონაწილეობით მცხეთაში გაიმართება, სადაც „დილას" თბილისის „ვიტ ჯორჯია" უმასპინძლებს. თამაში 31 ოქტომბერს შედგება და 15:00 საათზე დაიწყება.
მატჩის შემდეგ:
ნათან ჟუნიორი: „მოხარული ვარ, რომ გორში გამართულ პირველივე მატჩში შევძელი გოლების გატანა. ბედნიერი ვარ, რომ ეს გუნდს ქულების მოტანაში დაეხმარა. მიმაჩნია, რომ ჩემი გოლები მთელი გუნდის დამსახურებაა – ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მაყურებელი კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა".
გიორგი კახელიშვილი: „მინდა ნათან ჟუნიორს მივულოცო დუბლი. იგი კარგი ადამიანია, ყველამ თბილად მივიღეთ და მისთვის პირველ საშინაო მატჩშივე გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
თამაშს რაც შეეხება, გაგვიჭირდა, მაგრამ კარგია, რომ მოვიგეთ. არა უშავს, ჩვენს წინააღმდეგ ყველა ცდილობს თავი გამოიჩინოს, თუმცა ჩვენ უკეთ ვთამაშობთ და იმიტომაც ვიგებთ.
გულშემატკივრის მხრიდან ჩემი აღიარების გამო მინდა ყველას მადლობა ვუთხრა ნდობისთვის. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება, რათა მომავალშიც ასე გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, ღმერთის წყალობით ყველაფერი ისე იქნება, როგორც „დილას" ქომაგს სურს".
თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. მარტვილელებს მეორე ტაიმში დაღლილობა დაეტყოთ. ჩემგან ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, თამაში უფრო გაგვიადვილდა, რაც შედეგზეც აისახა".
გორი. 27 ოქტომბერი, 2012 წელი. „თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
„დილა" (გორი) – „მერანი" (მარტვილი) 2:1 (1:1)
დილა: სკენდერი, კვირკველია, თომაშვილი, გიორგი ონიანი, ალადაშვილი (კაშია, 75), კახელიშვილი (არზიანი, 67), გოგუა, კლიმიაშვილი, ბეჭვაია, ალექსანდრე გურული, ჟუნიორი (ახალკაცი, 84).
სათადარიგოები: შეყრილაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გვალია, გორელიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
მერანი: ჯონი შეროზია, იობაშვილი, მჭედლიშვილი, ქარქუზაშვილი, გელაჭეიშვილი (ტორონჯაძე, 82), დიდავა, ბუკია, ნოდარ ნოზაძე (საბა ლომია, 67), ფონიავა, რეხვიაშვილი, კუჭუხიძე.
სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, გიგა ჟვანია, მელიავა, გაბისონია.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.
გაფრთხილებები: ონიანი (38), გელაჭეიშვილი (39), კვირკველია (43), იობაშვილი (88), ფონიავა (90+2).
გოლები: 1:0 ჟუნიორი (6), 1:1 დიდავა (38, პენ.), 2:1 ჟუნიორი (57).
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი; ირ.უკლება, ივ. მაჩიტიძე; ლ. სილაგავა.

წყარო: fcdila.ge