0:19 AM
ჟულიო სეზარი ჩემპიონშიპში თამაშზე უარს არ იტყვის



ბრაზილიელი კარის დარაჯის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ამ ზაფხულს, რამოდენიმე კლუბი, მათ შორის "არსენალი”, "ფიორენტინა” და "ნაპოლი”, "ქპრ”-ს გოლკიპერ ჟულიო სეზარისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენდნენ, რომელიც, "რეინჯერებთან” ერთად, გასული სეზონის საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, ჩემპიონშიპში დაქვეითდა.

თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი, "ინტერის” ექს-ფეხბურთელის მომავალი კი ჯერაც გაურკვეველია. სწორედ ამიტომ, გოლკიპერი "ლოფტუს როუდზე” დარჩენის ვარიანტსაც არ გამორიცხავს.

"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ორი კვირა დარჩა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია. რამოდენიმე კლუბთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, თუმცა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერცერთთან ვერ მივაღწიე. თუ "ქპრ”-ში დარჩენა და მეორე დივიზიონში თამაში მომიწევს, ამას ყოველგვარი პრობლემის გარეშე მივიღებ”, – განაცხადა ჟულიო სეზარმა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: