9:43 PM
ჟოზე მოურინიო:"რონალდუმ მხედველობა დაკარგა"



მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოუინიომ განაცხადა,რომ პრიმერადივიზიონის გასულ ტურში "ლევანტესთან" შეხვედრაში (2:1) კრიშტიანუ რონალდუმ რაღაც დროით მხედველობა დაკარგა.

შეგახსენებთ,რომ პორტუგალიელს მასპინძელთ მცველმა დავიდ ნავარომ იდაყვი ჩაარტყა და წარბი გაუხეთქა.მოგვიანებით,კი ნავარომ საჯაროდ მოუბოდიშა რონალდუს და განაცხადა,რომ გამიზნულად არ მოქმედებდა.

"ტრამვა სერიოზული იყო.თავიდა,რონალდუ შეეცადა თამაშის გაგრძელებას,მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ მან რაღაც მომენტში მხედველობა დაკარგა.პირველი ტაიმის მიწურულს,კრიშტიანუს მოედანზე დატოვება უკვე გამორიცხული იყო.საერთოდ,ეს მეტად მძიმე მატჩი აღმოჩნდა.საშინელ პირობებში გვიწევდა თამაში.კრიშტიანუს მოედნიდან გასვლის შემდეგ,კიდევ უფრო გაგვიჭირდა,მაგრამ უნდა ავღნიშნო,რომ კალეხონმა და დი მარიამ თავდასხმაში ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს."-განაცხადა ჟოზემ.

გუშინვე გაირკვა,რომ რონალდუმ მატჩის შემდეგ,მთელი ღამე კლინიკაში გაატარა.ჯერჯერობით უცნობია,როდის დაუბრუნდება იგი მოედანს,თუმცა ესპანურმა პრესამ დაწერა,რომ ის პორტუგალიის ნაკრებს გაბონთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
 
ნანახია: 285 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჟოზე მოურინიო:რონალდუმ მხედველობა დ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: