11:01 PM
ჟირუ "შალკესთვის" მზადაა


ლონდონის "არსენალის" ფრანგი შემტევი ოლივერ ჟირუ ამბობს,რომ ის "შალკესთან" შეხვედვედრად მზადაა.

როგორც მოგეხსენება,"არსენალი" ლონდონში,თავის სტადიონზე 2-0 დამარცხდა.იმ მატჩში თავი ჰუნტელაარმა და აფელაიმ გამოიჩინეს.ამჟამად "არსენალს" 6 ქულა აქვს,ხოლო "შალკეს" კი 7.

"გერმანიაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ,რათა მატჩი ჩვენს სასარგებლო ანგარიშით დამთავრდეს.გუნდი გერმანიაში თავის თავში დარწმუნებული მიდის.ჩვენ ვიცით,რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობენ გინდ შეტევაში და გინდ დაცვაში,ამიტომ სიტუაცია ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ."-განაცხადა ჟირუმ.

"ჩვენ "შალკე" სათანადოდ არ შევაფასეთ და ამის გულისთვის დავისაჯეთ."შალკე" "ჩემპიონთა ლიგაზე" გამოუცდელი არაა.გუნდმა უკვე ნახა მათი თამაშის ვიდეოები და გაურკვეულწილად პატარა ტაქტიკაც შეიმუშავა.მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ,რომლებსაც შეუძლიათ თამაშის წამებში შემობრუნება.გერმანიაში თავდაჯერებულები მივდივართ და გვჯერა,რომ ლონდონში სამ ქულას წამოვიღებთ."-განაცხადა ფრანგმა.

"ჩემპიონთა ლიგის" გარდა,ინგლისის ჩემპიონატშიდაც ადვილი მატჩები არ გვაქვს,ამიტომ ძალები სწორად უნდა გადავანაწილოთ.მე ყველა მატჩისათვის მზად ვარ!"-დაასრულა "არსენალის" შემტევმა ფეხბურთელმა.

B ჯგუფში ამჟამად ასეთი სურათი გვაქვს:

"შალკე" 7 ქულა
"არსენალი" 6 ქულა
"ოლიმპიაკოსი" 3 ქულა
"მონპელიე" 1 ქულა
 
ნანახია: 211 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჟირუ შალკესთვის მზადაა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: