7:09 PM
ჟირუ: "პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატია"

"არსენალის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა,რომ ინგლისური პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია.

26-წლის ფორვარდი "არსენალში" ამ ზაფხულს გადავიდა და ჯერ მან ახალ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.მოგეხსენებათ,რომ გასულ სეზონში,როდესაც იგი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის "მონპელიეს" რიგებში გამოდიოდა,მეტოქის კარში 21 გოლის გატანა მოახერხა.

ჟირუ თავის ასეთ ცუდ სტარტს,ახალი ჩემპიონატის სიძლიერეს აბრალებს.

"აქ მე ძალიან ძლიერი მცველების წინააღმდეგ მიწევს თამაშის ჩატარება,რაც ჩემთვის ჯერჯერობით ძალიან ძნელია",-განაცხადა ჟირუმ London Evening Standard-თან ინტერვიუში.

"ინგლისის ჩემპიონატი ძალიან ანგარიშგასაწევი და ძლიერი კლუბებით არის დაკომპლექტებული.პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატია,იგი საფრანგეთის ჩემპიონატზე,ლიგა 1-ზე,ძალიან მაღლა დგას".
 

წყარო: London Evening Standard

ნანახია: 261 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჟირუ: პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: