1:47 PM ჟერარდ სარაგოსამ საწვრთნელი ბაზა და ცენტრალური სტადიონი მოინახულა | |
![]() „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ქუთაისს პირველად ეწვია ჟერარდ სარაგოსა მულე. ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბერიკალთან ერთად სარაგოსამ გუნდის საწვრთნელი ბაზა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონი დაათვალიერა, რის შემდეგაც ჩვენი ვებ-გვერდისთვის პირველი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა. ჟერარდ სარაგოსა: „აქამდეც ნანახი მქონდა ეს სტადიონი, ოღონდ გარედან, რადგან ორჯერ უკვე ვიყავი ქუთაისში „ტორპედოს" თამაშზე. დღეს კი შიგნითაც დავათვალიერე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა საქართველოში. სავარჯიშო ბაზას რაც შეეხება, ასეთი პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ გააჩნია, აქ სრულად არის იმის საშუალება, რომ გუნდი ბაზაზე დარჩეს და მომავალი შეხვედრებისთვის კარგად მოემზადოს. მოკლედ, მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი გვაქვს". კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი კლუბის აღმასრულებელ დირექტორსაც, გიორგი პაპიაშვილი: „მოხარულები ვართ დღევანდელი გაცნობითი ხასიათის შეხვედრით „ტორპედოს" ახალ მთავარ მწვრთნელთან. უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, 10 ივნისს გუნდი ქუთაისში შეიკრიბება, 18-დან კი დაგეგმილია, ავსტრიაში მოსამზადებელი ეტაპის გავლა, სადაც, რასაკვირველია, ამხანაგური თამაშებიც გვექნება. კლუბი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის ლიგისთვის, რათა ღირსეულად წარვსდგეთ". წყარო: fctorpedo.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |