10:09 AM
"ზესტაფონის" მწვრთნელ-კონსულტანტად კახა კაჭარავა დაინიშნა




დღეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა გუნდის ფეხბურთელებსა და პერსონალს წარუდგინა გუნდის ახალი დამრიგებელი - კახა კაჭარავა. 

ცნობილი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც სახელი თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოში" წარმატებული მუშაობის პერიოდში გაითქვა და დღესდღეობით საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზეც მუშაობს, საქართველოს ჩემპიონთა რიგებში მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნა და იმერულ კოლექტივს სეზონის პირველი ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ სამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.
ნანახია: 373 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: