2012 წლის 2 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა.
მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი იერიშიც განახორციელეს, თუმცა სტუმართა კართან შექმნილი ხიფათის სათანადოდ განვითარება არ მოხერხდა. ყველაზე რეალური საგოლე მომენტები პატრიკ მილხრაუმსა და მამუკა კობახიძეს მიეცათ, თუმცა პირველის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა, ხოლო მეორეს თავურის შემდეგ ვეტერინარები კარის ძელმა გადაარჩინა.
სამაგიეროდ, თბილისელთა მიერ მასპინძელთა კართან შექმნილი პირველივე რეალური ეპიზოდი შედეგიანი გამოდგა - 34-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილმა ელგუჯა ლობჯანიძემ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. 40-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - ვეტერინართა გოლკიპერმა ნიკა დაუშვილმა ზურაბ მენთეშაშვილის საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა...
მეორე ტაიმის დასაწყისი პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა და განსაკუთრებული ხიფათი არც ერთი გუნდის კართან არ შექმნილა. 68-ე წუთზე კი "ვიტ-ჯორჯიამ" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - მოედანზე მეორე ტაიმში შემოსულმა გიორგი კორიფაძის როინ კვასხვაძის კარის მიმართულებით დარტყმულმა უცნაური ტრაექტორია შემოხაზა და ძელისაგან ზესტაფონელთა კარის ბადეში შევარდა. ზესტაფონელებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს, ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყვნენ კიდეც გურამ სამუშია და ოთარ კვერნაძე, თუმცა მასპინძლეთა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მარცხი 1-2.
შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში ზესტაფონელები საჩხერეში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ესტუმრებიან.