11:38 AM
“ზესტაფონი” შინ “ჩიხურასთან” დამარცხდა


2013 წლის 4 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზემოიმერული დერბი გაიმართა – საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლა.

დღევანდელი მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მატჩის დებიუტში კარის აღების კარგი შესაძლებლობები გურამ სამუშიამ და თორნიკე გორგიაშვილმა ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ თამაში თანდათანობით გათანაბრდა და მოვლენები ძირითადად მოედნის ცენტრში ვითარდებოდა. 37-ე წუთზე მატჩის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ალექსი ბენაშვილს დაატოვებინა. ამ ეპიზოდსა და სტუმართა მიერ უხეიროდ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა და საჩხერელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბოტი გოა დემელმა თავის გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი კი საჩხერელთა სრული უპირატესობით წარიმართა – 60-ე წუთზე ანგარიში ლაშა ჩიკვაიძემ გაათანაბრა, 67-ეზე

გიორგი რეხვიაშვილმა წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა, 74-ე წუთზე რევაზ გოცირიძემ საჩხერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, ხოლო 88-ეზე დღევანდელ შეხვედრაში ბოლო წერტილი ნიკა კვასხვაძემ დასვა. საჩხერერელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.

ნანახია: 392 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: