10:04 PM
“ზენიტმა” შესაძლოა “რეალის” გარემარბი შეიძინოს



მადრიდის "რეალის” ნახევარმცველი დენის ჩერიშევი, მიმდინარე კვირის ბოლომდე შესაძლოა სამშობლოში გადაბარგდეს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული კლუბის ხელმძღვანელებმა ესპანელებს ჩერიშევის ერთწლიანი იჯარით აყვანა და სეზონის ბოლოს შესაძლო გამოსყიდვის ვარიანტი შესთავაზეს.

მხარეებმა შესაძლოა შეთანხმებას ორ სექტემბერს მიაღწიონ, მაშინ, როდესაც რუსეთსა და ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 22 წლის რუსმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

წყარო: Sovsport

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: