ხუთშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე რუსული "ზენიტი” "პეტროვსკი სტეიდიუმზე” ინგლისურ "ლივერპულს” უმასპინძლებს.
რუსული კლუბის ფეხბურთელები და მთლიანად ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ რუსეთის ამინდს სტუმრები ვერ გაუძლებენ და ისინი ადვილად დამარცხდებიან.
წინა შეხვედრები:
კლუბები უეფას ტურნირებზე ერთმანეთის წინააღმდეგ სტადიონზე არასდროს არ გამოსულან.
რუსული კლუბი ინგლისურ კლუბებს სულ 5-ჯერ შეერკინა. ბოლო მატჩი თარიღდება 2008 წლის აგვისტოში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა” "ზენიტი” უეფას სუპერ თასის მატჩში 2-1 დაამარცხა, ამის გარდა რუსულ კლუბს 2 მარცხი აქვს ინგლისურ კლუბებთან და ორი გამარჯვება.
"ზენიტს” ლივერპულში ერთხელ აქვს ნათამაშები, როდესაც ისინი 2007/2008 სეზონის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, დევიდ მოიესის "ევერტონს” ეთამაშებოდნენ.
"ლივერპული” ამ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე რუსეთის წარმომადგენელ მახანჩკალის "ანჟის” შეხვდა და ინგლისში 1-0 მორჩა, ხოლო რუსეთშიც 1-0.
მატჩის ფონი:
უკანასკნელი 19 თამაშიდან, რომელიც რუსულმა კლუბმა საკუთარ სტადიონზე გამართა, მხოლოდ ერთხელ იწვნიეს მარცხი 2:3 "მილანთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამ მარცხის მეშვეობით გუნდი დაქვეითდა მე-3 პოზიციაზე და გამოემგზავრა ევროპა ლიგაზე საასპარეზოდ.
"ზენიტმა” მოიგო უეფას ევროპა ლიგა 2007/2008 წლების სეზონში, გუნდი პირველად ამ ტურნირზე 2004/2005 წლებში მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე. რუსული კლუბი ამ ჩემპიონატში 1/16 ფინალში უკვე მე-5-ჯერ მიიღებს მონაწილეობას.
"ლივერპული” ამ ჩემპიონატზე მესამეჯერ იღებს მონაწილეობას. ორჯერ უკვე გავიდა 1/16 ფინალში. ერთხელ 2009/2010 სეზონში, როდესაც ნახევარფინალში "ატლეტიკო მადრიდმა” გამოთიშა ჩემპიონატში ასპარეზობას, ხოლო მეორეჯერ 2010/2011 სეზონში, როდესაც 1/8 ფინალში პორტუგალიურმა "ბრაგამ” დაამარცხა მერსისაიდული კლუბი.
ფაქტები გუნდებზე:
"ლივერპულის” ცენტრალური სლოვაკი მცველი, მარტინ შკრტელი 2004-2007 წლებში "ზენიტის” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი იგი ესპანელმა სპეციალისტმა, რაფაელ ბენიტესმა მერსისაიდელი გახადა.
სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე, ლუჩიანო სპალეტი 1993/1994 წლებში "ემპოლის” ღირსებას იცავდა და იყო შრომისმოყვარე ნახევარმცველი. შემდეგ იგი გახდა იტალიური "უდინეზეს” მწვრთნელი, მაგრამ მოგვიანებით იგი "რომაში” წავიდა სამუშაოდ.
2009 წლიდან კი, ლუჩიანო სპალეტი რუსული კლუბის მწვრთნელად აირჩიეს და მან გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო.
ბრენდან როჯერსი ყველასთვის ცნობილია იმ ფაქტით, რომ მან "სუონსი” ამოიყვანა ინგლისის ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში და საკმაოდ წარმატებულად აასპარეზა "გედები” ჩრდილო ირლანდიელმა 39 წლის სპეციალისტმა პრემიერლიგაში. 2012 წლის ზაფხულში კი, როჯერსმა შეცვალა შოტლანდიელი მწვრთნელი, კენი დალგლიში.
სავარაუდო შემადგენლობები:
ზენიტი
[4-3-3]: მალაფეევი, ანიუკოვი, ლომბაერთსი, ჰუბოკანი, იანბაიევი, უიტსელი, დანი, დენისოვი, ჰალკი, ზირიანოვი, ალვეში.
ლივერპული
[4-3-3]: რეინა, უისდომი, კარაგერი, შკრტელი, ენრიკე, შელვი, ალენი, ჰენდერსონი, ბორინი, სუარესი, სტერლინგი.
მატჩის მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ექსპერტების ვარაუდი, ანგარიშთან დაკავშირებით: 1-1.