"როსონერის" სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელმა განაცხადა, რომ, როცა კლუბში იბრაჰიმოვიჩი და კასანო იყვნენ, მას თამაშის შანსს არ აძლევდნენ.
"უნდა გამოვტყდე, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მას შემდეგ შემიყვანეს, რაც იბრაჰიმოვიჩისა და კასანოს წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. მანამდე ჩემზე იმედებს არავინ ამყარებდა.
ზაფხულში მწვრთნელი მხოლოდ ცოტა დროს მაძლევდა სათამაშოდ, რადგან ამ ორ ფეხბურთელს "დაბრონილი" ჰქონდა ადგილი ძირითადში. მათ წინაშე გახსნა შეუძლებელი იყო", -განაცხადა ელ შაარავიმ.