ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გავრცელებულ ინფორმაციებზე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" ერთდროულად ორი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება. Daily Star-ის ინფორმაციით, ინგლისის ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეშლი კოულითა და ფრენკ ლამპარდით აპირებს გაძლიერებას. ორივე ფეხბურთელი მანიკუნიანელების რიგებში შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხოს თუ ამა წლის ზაფხულამდე ლონდონელებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებენ.

"მანჩესტერ სიტის" "ნაპოლის" თავდამსხმელის ედინსონ კავანის გადაბირება სურს, იტყობინება The Sun. მაგრამ, მანჩესტერელების თავკაცი რობერტო მანჩინი 25-წლის ურუგვაელ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ გუნდს რომელიმე ფორვარდი დატოვებს. სავსებით შესაძლებელია, "სიტი" მარიო ბალოტელიმ ან ედინ ჯეკომ დატოვოს, მიზეზი ცნობილია - არასაკმარისი სათამაშო დრო. შეგახსენებთ, რომ კავანიმ "ნაპოლისთან" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისი სატრანსფერო ფასი კი 51 მილიონ ევროს შეადგენს.

"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული "რენის" ნახევარმცველის იან მ'ვილას გადაბირებას აპირებს. Caughtoffside.com-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" მზად არიან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს 22-წლის ფეხბურთელს როგორც "რენში", ასევე ნაციონალურ ნაკრებში თუ ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები.

"რეალი" "მანჩესტერ სიტის" "მალაგას" ნახევარმცველის ისკოს გადაბირებისთვის ბრძოლაში შეუერთდა. "გალაქტიკოსი" 20-წლის ფეხბურთელის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს 21 მილიონ ევროდ, იტყობინება Tribalfootball.com. მადრიდულ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ "მალაგა" ფინანსური პრობლემების გადაჭრის გამო უახლოეს დროში ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს შეელევა.

"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული "ლიონის" ორი ფორვარდის შეძენას გეგმავს. Fichajes.net-ის ინფორმაციით, ლაპარაკია 27-წლის ბატეფიმბი გომისსა და 29-წლის ლისანდრო ლოპესზე, რომელთა სატრანსფერო ფასიც ერთად 30 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ლისანდროს გადაბირება "ჩელსის" და "ტოტენჰემსაც" სურს.

რონალდინიოს, "ატლეტიკო მინეიროს" შემტევ ნახევარმცველს "ბლექბერნის" სახელს უკავშირებენ. Fichajes.net-ის ინფორმაციით 32-წლის ფეხბურთელის გადაბირება "ბლექბერნ როვერსს" სურს, რომელიც ინგლისის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბს სურს, რომ რონალდინიო ინგლისში ზამთარშივე გადავიდეს. ამ დროისათვის "ბლექბერნი" სატურნირო ცხრილში 13-ე ადგილს იკავებს. ამ შესაძლო შეთანხმების სატრანსფერო ფასი 8 მილიონი ევროა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავად რონალდინიო სამშობლოში დარჩენას გეგმავს, რადგან მსოფლიოს 2014-წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება სურს.

პიტერ ოდემვინგი, "ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი, "ნიუკასლს" მოუნდა. The Sun-ის ინფორმაციით, "კაჭკაჭები" 31-წლის ფეხბურთელს დემბა ბას შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც "ჩელსიში" გადასვლასთან ახლოსაა. "ნიუკასლი" ფორვარდის გადაბირებას 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად გეგმავს. თავად ფეხბურთელიც არაა წინააღმდეგი კლუბი შეიცვალოს.