ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გავრცელებულ ინფორმაციებზე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ არა 120 მილიონ ევროდ დაიბრუნოს, არამედ 60 მილიონ ევროდ, იტყობინება The Sun. ამისთვის, "წითელი ეშმაკუნები" "გალაქტიკოსის" მთავარი ლიდერის ტრანსფერში შემტევი ნახევარმცველის ნანისა და გოლკიპერის დავიდ დე ხეას ჩართვას აპირებენ. მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლაზე ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან მადრიდულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

"ჩელსი" "ლევერკუზენის ბაიერის" ფორვარდის ანდრე შურლეს გადაბირებას კვლავ ცდილობს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" შურლეს ტრანსფერში მარკო მარინის ჩართვას აპირებენ, რომელიც ჯერჯერობით ინგლისის პრემიერ ლიგას ვერა და ვერ შეეწყო, ლონდონური გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა ანდრე არენდით აიყვანოს, მარკო არენდით გაუშვას, შემდეგ კი 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

"არსენალი" "ბარსელონას" თავდამსხმელის დავიდ ვილიას გადაბირებისთვის ყველაფერს აკეთებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" მზად არიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების 31-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. გარდა ამისა, "არსენალის" ხელმძღვანელობა მზადაა, თუ "ბარსელონა" ამ ტრანსფერს დათანხმდება, მაშინ ლონდონური კლუბის ექს-ფეხბურთელების ალექს სონგისა და სესკ ფაბრეგასის დარჩენილი გადასახდელი თანხის ნაწილი ჩამოაჭრას.

"რეალი", რაც არ უნდა საინტერესო იყოს, "ბარსელონას" გოლკიპერის ვიქტორ ვალდესის გადაბირებით დაინტერესდა. "თეთრები" იმ მომხდარი ფაქტის გამოყენებას აპირებენ, რომ ცოტა ხნის წინ ვალდესი წასვლაზე დაფიქრდა და ამის შესახებ კატალონიური გრანდის პრეზიდენტს სანდრო როსელსაც აცნობა, იტყობინება Tribalfootball.com. "რეალი" ვალდესს იკერ კასილიასის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც კლუბი შესაძლოა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის გამო დატოვოს. თავად ვალდესი "რეალში" გადაბარგების წინააღმდეგ არაა, რადგან თვლის, რომ "გალაქტიკოსის" რიგებში მას ესპანეთის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შეეძლება.

"იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბილბაოს" ცენტრალური მცველის ფერნანდო ამორებიეტას გადაბირებას გეგმავს. Fichajes.net-ის ინფორმაციით, ბასკები ვენესუელის ეროვნული ნაკრების 27-წლის ფეხბურთელის გაჩერებას არ აპირებენ, რადგან მან კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. ამორებიეტას "ატლეტიკთან" მოქმედი კონტრაქტი 2014-წლის ივნისამდე აკავშირებს.

"ინტერმა" თვალი "ლივერპულის" ნახევარმცველს ნური შაჰინს დაადგა, რომელიც მადრიდის "რეალს" ეკუთვნის. Daily Mail-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები 24-წლის თურქი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებენ, რათა სახელფასო თანხა დაზოგოს. "ნერაძური" კი მზადაა შაჰინს პირადი კონტრაქტის მისაღები პირობები და ძირითად შემადგენლობაში აგილს დაჰპირდეს.