9:19 PM
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი (დაწვრილებით)



მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, უკვე განხორციელებული ათი გახმაურებული ტრანსფერიდან საუკეთესო ხუთზე დაწვრილებით გესაუბრებით.

სულ რაღაც დაახლოებით ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, თუმცა უკვე ძალიან ბევრმა ევროპულმა კლუბმა გუნდი ახალი ფეხბურთელებით გააძლიერა. თუ საუკეთესო ტრანსფერების ათეულზე ვისაუბრებთ, ჯამში კლუბებმა 121,8 მილიონი ევრო დახარჯეს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე რამოდენიმე ბრაზილიურმა კლუბმა საკუთარი გუნდის მთავარი შემადგენელი ნაწილის გასხვისებით დიდი ფული იშოვეს, რამოდენიმემ კი შეიძინა და დიდი ფული დახარჯა, მაგალითად: პატოს ტრანსფერი "კორინთიანსში", მონტილიოს ტრანსფერი "სანტოსში"...

როგორც ყოველთვის, პირველ რიგში ინგლისური კლუბები აქტიურობენ სატრანსფერო ფანჯარაზე - რომ არა პრემიერ ლიგის კლუბები, ასეთი სისწრაფით ტრანსფერები არ განხორციელდებოდა, ყველაფერი სახეზეა, ამ ათი გამორჩეული ტრანსფერიდან უმეტესი ნაწილი სწორედ ინგლისურ კლუბებს აქვს განხორციელებული, რადგან ესპანეთისა და იტალიის კლუბებს ფინანსური პრობლემები აქვთ. 

ახლა კი, თქვენს ყურადღებას ათი უკვე განხორციელებული ტრანსფერით მივიპყრობთ, საიდანაც საუკეთესო ხუთეულზე დაწვრილებით შევეცდებით გესაუბროთ.

10. უოლესი: "ფლუმინენსე" - "ჩელსი". ფასი - 5,4 მილიონი ევრო
9. ელკესონი: "ბოტაფოგო" - "გუანჩჯოუ". ფასი - 5,7 მილიონი ევრო
8. ვალტერ მონტილიო: "კრუზეირო" - "სანტოსი". ფასი - 6 მილიონი ევრო
7. მატიე დებუში: "ლილი" - "ნიუკასლი". ფასი - 6,2 მილიონი ევრო
6. იურა მოვსისიანი: "კრასნოდარი" - "სპარტაკი". ფასი - 7,5 მილიონი ევრო


5. ივან პერიშიჩი: "დორტმუნდი" - "ვოლფსბურგი". ფასი - 7,5 მილიონი ევრო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი (დაწვრილებით)

ხორვატი გარემარბი იურგენ კლოპის გუნდში საკმარის სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებდა, რის გამოც მისი ტრანსფერი სხვა კლუბში მოსალოდნელი იყო. "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებით, კლუბი პერიშიჩის შემცვლელის ძებნას არ დაიწყებს, რადგან ამ პოზიციაზე თამაში გუნდის რამოდენიმე ფეხბურთელს შეუძლია, საუბარია მარკო როისზე, მარიო გიოტცესა და იაკუბ ბლაშიკოვსკიზე. გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია დაბრუნდეს ნური შაჰინიც, რომლის გადაბირებასაც დორტმუნდელები ზამთარში გეგმავენ.

რაც შეეხება პერიშიჩის პერსპექტივებს მის ახალ კლუბში, მისი გადაბირება "ვოლფსბურგს" ნამდვილად ძალიან გააძლიერებს და მის კურსს შეცვლის, გარდა ივანისა კლუბში ახალი მოსულია სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი, რომელიც ახალი გუნდის აშენებაში დიდი წვლილის შეტანას აპირებს.

4. დემბა ბა: "ნიუკასლი" - "ჩელსი". ფასი - 8,5 მილიონი ევრო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი (დაწვრილებით)

"ნიუკასლმა" სენეგალელი ფორვარდის ტრანსფერის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო, რომელიც, შეგახსენებთ, 2011-წელს "კაჭკაჭების" რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში ფორვარდს ყველა ტურნირზე უკვე 16 გოლი აქვს გატანილი, რაც, დამეთანხმებით, საოცარი შედეგია.

ამ განხორციელებული ტრანსფერის მთავარი მიზეზი უკვე ყველასათვის ცნობილია და ამაზე საუბარიც არ ღირს. ფერნანდო ტორესი რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით უფრო უკეთესად გამოიყურება. მოგეხსენებათ, ფორვარდმა სახელი სწორედ ესპანელი სპეციალისტის მუშაობის დროს გაითქვა, როდესაც ისინი "ლივერპულში" ერთად ასპარეზობდნენ, მაშინ "ელ ნინიო" საოცარ ფეხბურთს აჩვენებდა, თუმცა ახლა "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს ჯერჯერობით ვერაფრით ეხმარება და მისი თამაში ძველი ტორესის თამაშს ყველაფრით ჩამოუვარდება. სწორედ ფერნანდოს შემცვლელად მოიყვანა "ჩელსიმ" გუნდში დემბა ბა.

ბამ საკუთარი ლონდონური კარიერა ინგლისის თასზე "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ დაიწყო და სადებიუტო მატჩშივე დუბლი შეასრულა, შემდეგ იგი ლიგის თასზეც გამოჩნდა "სუონსისთან" წაგებულ მატჩში (0:2) მოედანზე, მაგრამ ამჯერად შეცვლაზე, მატჩის ბოლო წუთებში მან ფერნანდო ტორესი შეცვალა და გოლიც გაიტანა, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა იგი უსამართლოდ არ ჩათვალა. 

3. დანიელ სტარიჯი: "ჩელსი" - "ლივერპული". ფასი - 15 მილიონი ევრო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი (დაწვრილებით)

აქაც "არისტოკრატები"... ბასა და უოლესის შეძენის შემდეგ "ჩელსის" ხელმძღვანელობამ დანიელ სტარიჯი გაასხვისა, რომელიც მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და არასაკმარისი სათამაშო დროის მიღების გამო კლუბის დატოვებას დათანხმდა და მერსისაიდში გადაბარგდა, სადაც მას უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემენ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, სტარიჯის ტრანსფერი "ჩელსიში", რომელიც ანდრე ვილაშ-ბოაშის ლონდონურ კლუბში მოღვაწეობისას შეტევის ხაზის ფლანგზე ასპარეზობდა და მას ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განუცხადებია, რომ ფლანგზე თამაში არ მოსწონს, Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი რედნაპმა დააკომენტარა:

"მე ძალიან არ მომწონს, რომ ბრენდან როჯერსი ლუის სუარესს პოზიციის შეცვლას უპირებს, ურუგვაელი ფეხბურთელი შეტევის ხაზის ცენტრში უფრო წარმატების მომტანია, ვიდრე ფლანგზე და იგი ამ პოზიციაზე რობინ ვან პერსის დონეზე ასპარეზობს. იგი უნიკალურია. როდესაც ბურთს სუარესი იღებს მის წინ ერთდროულად რამოდენიმე ფეხბურთელი ჩნდება და ამ ფეხბურთელების ჩამოშორებას იგი ყველანაირი ხერხით ცდილობს".

"მაგრამ, თუ ლუისს შეტევის ხაზის მარჯვენა ან მარცხენა ფლანგზე გაამწესებენ დარწმუნებული ვარ ამით მოწინააღმდეგის მცველები დაისვენებენ. სუარესი "ლივერპულისთვის" ძალიან საჭირო ფეხბურთელია, თუ იგი წასვლას მოინდომებს არამგონია სტარიჯმა მისი როლი მოირგოს და გუნდისთვის ისეთი სასარგებლო იყოს, როგორიც ამჟამად ურუგვაელი ფორვარდია".

2. ალეშანდრო პატო: "მილანი" - "კორინთიანსი". ფასი - 15 მილიონი ევრო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი (დაწვრილებით)

სწორედ ამ ტრანსფერმა გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა. ბევრი ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრავმის გამო სამშობლოში იმისთვის ბრუნდება, რომ ფეხბურთი ითამაშოს და დაკარგული სტატუსი აღიდგინოს. მაგალითად, გავიხსენოთ რონალდინიო, ადრიანო, რობინიო, რომარიოც კი...

ეს ტრანსფერი ატიპიურია, რადგან სამხრეთამერიკული კლუბი ძალიან იშვიათად ყიდულობს რომელიმე ევროპული გრანდისგან ფეხბურთელს, მითუმეტეს, როდესაც მისი სატრანსფერო ფასი ბრაზილიელებისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთის მხრივ დაკარგული ფეხბურთელისთვის სამშობლოში დაბრუნება კარგია, რადგან იქ მას საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა.

მიუხედავად ამისა, "როსონერის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია, რომ ალეშანდრო იტალიაში ორი წლის შემდეგ დაბრუნდება. ბერლუსკონის ეს სიტყვები იმას მიგვანიშნებს, რომ სავსებით შესაძლებელია, მილანელები დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრაზილიელებს შეუთანხმდნენ. თუმცა ამავდროულად, "როსონერიმ", სადაც რობინიო რჩება, პატოს შემცვლელის ძებნა დაიწყო, მის ინტერესების სფეროში "რომას" თავდამსხმელი მატია დესტრო მოექცა, თუმცა რომაელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის გასხვისება არ მოინდომეს.

1. ლუკას მოურა: "სან-პაულუ" - "პსჟ". ფასი - 45 მილიონი ევრო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი (დაწვრილებით)

რათქმაუნდა, მართალია, რომ ეს ტრანსფერი პარიზელებმა ჯერ კიდევ ზაფხულში შეათანხმეს, თუმცა ახალგაზრდა ბრაზილიელი კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ ახლა შევიდა.

ძალიან დიდი ტალანტის მქონე შემტევი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებასთან ახლოს იყო, მაგრამ, საბოლოოდ არჩევანი მაინც საფრანგეთზე შეაჩერა, სადაც მისი "მოთაფვლა" "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მოახერხა.

სავსებით შესაძლებელია, რომ 20-წლის მოურას დებიუტი ლიგა 1-ში დღევანდელ შეხვედრაში "აიაჩოს" წინააღმდეგ შედგეს. ასევე იმასაც მოგახსენებთ, რომ ლუკასს შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში: ფლანგზე - პასტორეს ან ლავესის შეცვლა, იბრაჰიმოვიჩთან ერთად თავდასხმის ხაზის ცენტრში, ამ ადგილს კი ამჟამად მენეზი იკავებს. ასე რომ, "პსჟ"-ს შემადგენლობა კიდევ ერთი ვარსკვლავით შეივსო და გუნდის მთავარ მწვრთნელს ძალიან დიდი არჩევანი აქვს.

10 იანვარს შემდგარი ტრანსფერები:

მიგელ დე ლას კუევასი (ნახევარმცველი): "ხიხონი" - "ოსასუნა". არენდა

ანდრეა დოსენა (მცველი/ნახევარმცველი): "ნაპოლი" - "პალერმო". არენდა

ვალენტენ აისერიკი (შემტევი ნახევარმცველი): "მონაკო" - "ნიცა". 1,5 მილიონი ევრო

ფლორიან ლეჟენი (მცველი): "ვილიარეალი ბ" - "ბრესტი". არენდა

მატიას ვუკჩევიჩი (ნახევარმცველი): "იანგ ბოისი" - "სერვეტი". არენდა

ანდრეას ლაუდრუპი (ნახევარმცველი): "ნორშელანდი" - "სენტ ეტიენი". არენდა
ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: