8:53 PM ზამერი გვარდიოლას იცავს | |
![]() "ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა გადაწყვიტა ახალი მთავარი მწვრთნელი დაეცვა. ბოლო პერიოდში ხოსეპ გვარდიოლასადმი ძალიან ბევრი კრიტიკა ჩნდება, იმის გამო, რომ იგი იუპ ჰაინკესის "ბაიერნის” თამაშის სტილის შეცვლას ცდილობს. იმასთან დაკავშირებულ კითხვას, თუ რატომ უნდა გაანადგურო ის, რომლის წყალობითაც გასულ სეზონში გუნდმა ტრიპლეტის მოგება მოახერხა, პრესას მატიას ზამერმა უპასუხა. "მჯერა, რომ პეპის მიმართულებით გამოთქმული ზოგიერთი კომენტარი უსამართლოა, რადგან, თუ გასულ სეზონს დეტალებში გავაანალიზებთ, მაშინ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაფერი იდეალური იყო”. "ის თამაში მომავალი წარმატებების მიღწევისათვის არასაკმარისია. ამჟამინდელი კურსი სტრატეგიული მიზეზების გამოა არჩეული, პეპს დრო უნდა მივცეთ”, – განაცხადა ზამერმა. წყარო: Kicker | |
|
სულ კომენტარები: 0 | |